NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა ცნობა ახალი მისიის შესახებ – “NASA – National Aeronautics and Space Administration -ის” ახალი მისია – X-ray Polarimetry Explorer-ის მიზანი შავი ხვრელების, ნეიტრონული ვარსკვლავებისა და პულსარების ფიზიკის, ასევე, კოსმიური X-სხივების მისტერიების შესწავლა იქნება. მისია 2020 წელს დაიწყება და მის ფარგლებში გაგზავნილ სამ კოსმოსურ ტელესკოპს შესაძლებლობა ექნება გაზომოს X-სხივების პოლარიზაცია სპეციალური კამერების საშუალებით.
საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება ასტროფიზიკაში, და არამარტო, წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი იქნება. შესაძლოა პასუხი გაეცეს ისეთ კითხვებს, რომლებიც საუკუნეებია ადამიანებს აწუხებთ და შეუცნობელ ობიექტებს უკავშირდება.
მისიის ღირებულება 188 მილიონ დოლარს შეადგენს.
წყარო: NASA
მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”