close
ასტრონომია - კოსმოსი

„ნასა“ Supernova 1987a-ის შესახებ ახალ მონაცემებს ავრცელებს

1987 წელს ასტრონომებმა ახლომდებარე გალაქტიკაში სუპერნოვა (ზეახალი) „ტიტანიკი“ აღმოაჩინეს.

დღეს, ამ აღმოჩენიდან 30 წლის შემდეგ, ნასა ამ ფენომენის შესახებ ახალ მონაცემებს ავრცელებს და აცხადებს, რომ Supernova 1987a, ბოლო 400 წლის მანძილზე, ყველაზე კაშკაშა აფეთქებულ ვარსკვლავებს წარმოადგენს.

სააგენტოს მიერ გავრცეელებული მონაცემების სერია მოიცავს განსაცვიფრებელ გამოსახულებას, შენელებულ კადრებსa და  Supernova 1987A-ის 3D მოდელს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ სუპერნოვაზე 30 წლიანი დაკვირვება მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოდგენას გვიქმნის ვარსკვლავურ ევოლუციაზე. ამ მონაცემებით ასტრონომებმა დაადგინეს, რომ სუპერნოვამ გაზის მასიური რგოლის მიღმა მოძრავი ტალღის დარტყმის შედეგად პრე სუპერნოვა ვარსკვლავის სიცოცხლის ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ბარიერი გადალახა.

ეს მაშინ ხდება, როდესაც ვარსკვლავის სწრაფი გადინების ქარი ეჯახება წითელი გიგანტის ფაზის შედარებით ნელ ქარს.

თუმცა, ძალიან ცოტაა იმის შესახებ ცნობილი, თუ რა მდებარეობს ამ რგოლის მიღმა.

ნასას განმარტებით, Supernova 1987A-ის მსგავსად სხვა სუპერნოვებიც ახალი ვარსკვლავებისა და პლანეტების ფორმირებას განაპირობებენ.

ეს ობიექტები ისეთი ელემენტებით გამდიდრებულ გაზს წარმოქმნიან, როგორიცაა ნახშირბადი, აზოტი, ჟანგბადი და რკინა – რომლებიც სიცოცხლის ძირითადი კომპონენტები არიან.

ეს ელემენტები პრე-სუპერნოვა ვარსკვლავსა და სუპერნოვას აფეთქების ყალიბდება.  ნარჩენები გაფართოვების შემდეგ მთელს მასპინძელ გალაქტიკაში იფანტება. მეცნიერები აცხადებენ, რომ სუპერნოვას შესწავლა მათ ამ პროცესის ახსნის საშუალებას მისცემს.

ჰაბლის ტელესკოპით წლების მანძილზე განხორციელებული დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ სუპერნოვას გარშემო არსებული აირის რგოლი  ოპტიკურ სინათლეში ანათებს, რომლის დიამეტრი დაახლოებით ნახევარი სინათლის წელია.

ის ვარსკვლავის აფეთქებამდე მინიმუმ 20,000 წლით წინ არსებობდა და აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ულტრაიისფერი სინათლე აირს ენერგიას აძლევდა, რის გამოც ის ათეული წლების შემდეგაც ვარვარებდა.

ამჟამად, ჰაბლის გამოსახულებაზე რგოლის შიგა ცენტრალური სტრუქტურა  დაახლოებით ნახევარი სინათლის წელიწადის მასშტაბით გაიზარდა. სუპერნოვას ნარჩენების ცენტრში კი ორი ნამსხვრევის ლაქაა. ისინი ერთმანეთისგან დაახლოებით საათში 20 მილიონი მილის და-       შორებით მოძრაობენ .

ჩანდრას 1999-2013 წლების მონაცმებმა აჩვენა, რომ რენტგენის გამოსხივების რგოლი თანდათან უფრო ნათელი ხდებოდა. ის თავდაპირველი აფეთქების შედეგად აფეთქების ტალღად ჩამოყალიბდა.

თუმცა რგოლის სიკაშკაშის მომატების პროცესი ბოლო რამდენიმე წლის წინ შეწყდა და 2013-2015 წლების მონაცემებში დაბალი ენერგიის რენტგენის სხივები ფიქსირდება. უფრო მეტიც, ბეჭდის ქვედა მხარის მარცხენა ნაწილმა გაქრობა დაიწყო.

ასტრონომების თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ აფეთქების ტალღა აირის მიღმა ნაკლებად მკვრივი გაზის რეგიონში გადავიდა – რაც ეპოქის დასასრულს აღნიშნავს.

2012 წლიდან ალმათი დაწყებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ნარჩენი წინამორბედი ვარსკვლავისგან წარმოქმნილი ელემენტებისგან ახალ მტვერს აყალიბებს.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ადრეული სამყაროს მტვერიც მსგავსი გზით ჩამოყალიბდა.

მეცნიერთა გუნდი აფეთქების შედეგად დატოვებული შავი ხვრელისა და ნეიტრონული ვარსკვლავის არსებობის სამხილის პოვნაზე მუშაობს.

 

 წყარო:  https://www.nasa.gov

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid