NASA-მ თავის თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეატყობინა, რომ ჰაკერებმა შესაძლოა მათი პერსონალური ინფორმაცია მოიპარეს. ამის შესახებ BBC წერს.
შეტყობინებაში ეწერა, რომ ორი სერვერი, რომელიც ყოფილი და ახლანდელი თანამშრომლების პერსონალურ ინფორმაციას მოიცავდა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ასევე ეწერა, რომ აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოს (NASA) არ სჯერა, რომ მათი ნებისმიერი მისია საფრთხის ქვეშ დადგა.
NASA-ზე კიბერთავდასხმა ბოლოს 2011 და 2013 წლებში განხორციელდა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: