,,ნასამ” ცოტა ხნის წინ მარსის მიღმა ფარული, მოხრილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა, რომელიც მზის ქარშხლების ქროლვის გამო მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს.
მეცნიერების ვარაუდით, ეს აღმოჩენა მათ მეტ ინფორმაციას მიაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ გაედინება მარსის ატმოსფერო კოსმოსში.
ეს უნიკალური სანახაობა მარსის ატმოსფეროს შემსწავლელ ხომალდ MAVEN-ის (The Mars Atmosphere and Volatile Evolution Mission) საშუალებით აღბეჭდეს.
მერილენდში განთავსებულ ნასას Goddard Space Flight Center-ის მეცნიერების განცხადებით, მზის სისტემის ქარებში მაგნიტურ ველებს შორის ურთიერთქმედებამ და მარსზე დატოვებულმა მაგნეტიზმის ჯიბეებმა, შესაძლოა, დარჩენილ ატმოსფერულ ნაწილაკებს კოსმოსში გასაფანტად გზა გაუხსნან.
ისინი აცხადებენ, რომ მარსის მაგნიტური კუდი მზის სისტემაში უნიკალურია. ,,ის არ ჰგავს არც ვენერაზე, რომელსაც საკუთარი მაგნიტური ველი არ გააჩნია, და არც დედამიწაზე, რომელსაც საკუთარი მაგნიტური ველი აქვს, აღმოჩენილ მაგნიტურ კუდებს. ის არის ამ ორს შორის მოთავსებული ჰიბრიდი.”
მეცნიერები ფიქრობენ, რომ მზის ქარმა, მზის ზედა ატმოსფეროდან წამოსული პლაზმის ნაკადი, რომელიც უმეტესად პროტონებსა და ელექტრონებს მოიცავს, მილიარდობით წლის წინ მარსის ატმოსფეროს დიდი ნაწილი გაფანტა.
ახლა, იგივე ქარები იწვევენ უნიკალურ მაგნიტური კუდის ეფექტს, რადგან მათი კომბინაცია მაგნეტიზმის დარჩენილ ნაწილთან მარსის გარკვეულ ნაწილებზე კვლავაა წარმოდგენილი.
მზის ქარებს თავიანთი მაგნიტური ველები აქვთ და როცა ისინი მარსის ნაწილს ეჯახებიან, ეს მაგნიტურ ხელახალ დაკავშირებას იწვევს და უხილავი გამრუდება ხდება.
ეს მაგნიტური ხელახალი დაკავშირება შესაძლოა კოსმოსში გამოჟონილ მარსის თხელ ატმოსფეროზე კიდე უფრო მეტ ზეწოლას ახდენდეს, ვინაიდან პლანეტის ზედა ატმოსფეროში მდებარე ელექტრონულად დამუხტული იონები კუდის მიერ წარმოქნილ მაგნიტურ ველზე რეაგირებენ.
შემდეგში მკვლევარებს სურთ, MAVEN -ზე მაგნიტომეტრის გარდა სხვა ხელსაწყოებიც შეისწავლონ, რათა დაამტკიცონ, რომ მაგნიტური ველების ხელახალი დაკავშირება ხელს უწყობს ატმოსფერულ დანაკარგს.
ეს ინფორმაცია სასიცოცხლოა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი რამდენიმე ათწლეულში წითელ პლანეტაზე დასახლებას გადაწყვეტს- ატმოსფეროს ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა.
,,მარსი მართლაც რთული პლანეტაა, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან საინტერესო”, – აცხადებენ მეცნიერები.
კვლევა ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების პლანეტარული მეცნიერების განყოფილების ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოადგინეს.
წყარო: http://www.sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”