close
ასტრონომია - კოსმოსი

ნასას კოსმოსურმა ხომალდმა იუპიტერზე ციკლონები და ამიაკის მდინარეები აღმოაჩინა

,,იუპიტერის ატმოსფეროს კოლოსალური ციკლონებისა და ამიაკის მდინარეების ნიშანი აქვს” – ამის შესახებ მეცნიერებმა ხუთშაბათს განაცხადეს.

ციკლონი ნასას კოსმოსურმა ხომალდმა – ,,ჯუნომ” – მაშინ აღმოაჩინა, როცა ის პლანეტასთან დაგეგმილ 12 მიახლოებისგან ერთ-ერთს ახორციელებდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იუპიტერმა დედამიწისა და მზის სისტემის სხვა პლანეტების განვითარებისთვის ნიადაგი მოამზადა.

,,ჯუნომ” აღმოაჩინა, რომ 1, 400 კმ დიამეტრის ციკლონი იუპიტერის ჩრდილოეთ და სამხრეთი პოლუსებს ზემოთ ტრიალებდა.

კოსმოსურმა ხომალდმა ასევე აღმოაჩინა ამიაკის ქამარი, რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებიდან იწყება და ასობით მილზე, ჯუნოს ინტერიერში ვრცელდება, იმდენად დაბლა, რამდენადაც ჯუნოს მოწყობილობას შეუძლია დანახვა. ჯუნომ ატმოსფეროში გაზის სავარაუდო ჰომოგენური ნაზავის გარდა სხვა მახასიათებლებიც აღმოაჩინა.

,,იუპიტერი თითქმის ყოველ მხრივ გვაოცებს. ვხედავთ ნიშნებს, რომ ის საკმაოდ ეგზოტიკურია,”- აცხადებს მეცნიერი სკოტ ბოლტონი.

,,წინასწარი შედეგების შედეგად შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იუპიტერს  აქვს ქარები ყველა დონეზე, რაც მოძრაობას ქმნის,” დასძინა მან.

ხუთშაბათს გამოქვეყნებული დასკვნები ეფუძნება მონაცემებს, რომელიც 27 აგვისტოს შეგროვდა, როცა ჯუნომ იუპიტერის სამხრეთ პოლუსს დაახლოებით 4,200 კმ-ის რადიუსში შემოუარა.

ჯუნოს შემდეგი გაფრენა 11 ივლისაა დაგეგმილი, როდესაც ხომალდი პლანტის დიდ წითელ ლაქას შემოუვლის. ეს გახლავთ სამხრეთ ეკვატორის მასიური ქარიშხალი, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გაიგებენ, თუ როგორ იკავებს ქარიშხალი თავს და არის თუ არა ეს ნივთიერება ღრუბლების საფუძველი.

ჯუნო იუპიტერის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობას თვეების მანძილზე გააგრძელებს. ის პლანეტას ყოველ 53 დღეში ერთხელ მიუახლოვდება, რათა მისი ინტერიერის რუკა შექმნას. ამ გზით კი მეცნიერები უფრო მეტს გაიგებენ იმის შესახებ, თუ როგორ და სად ჩამოყალიბდა იუპიტერი.

მზის მსგავსად, გაზის გიგანტი ძირითადად ჰიდროგენი და ჰელიუმია, მაგრამ ის ასევე ნახშირბადს, აზოტს, ჟანგბადსა და სხვა ელემენტებს შეიცავს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ იუპიტერის ევოლუციის შესახებ უფრო მეტის შესწავლა იმის გაანალიზებაში დაეხმარებათ, თუ როგორ მოხდა დედამიწასა, და შესაძლოა სხვა პლანეტებზეც, სიცოცხლისთვის საჭირო ინგრედიენტების თავმოყრა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0