close
მედიცინამსოფლიო

“ნესტლე” ინდივიდუალური კვების რაციონის შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტისა და დნმ-ის ტესტის გამოყენებას გეგმავს

კვების ინდუსტრიაში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია “ნესტლე” ხელოვნური ინტელექტის და დნმ-ის ტესტირების საშუალებით ინდივიდუალური კვების რაციონის დანიშვნის იდეას იზიარებს.

პროგრამას, რომელიც იაპონიაში დაიწყო, შეუძლია შვეიცარიულ კომპანიას მომხმარებლების ჯანმრთელკობისა და კვების რეჟიმის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია.

იაპონიაში “ნესტლეს ჯანმრთელობის პროგრამაში” ჩართული 100,000-მდე მომხმარებელი თავიანთი საკვების ფოტოებს პოპულარული აპლიკაციის – Line-ის საშუალებით აგზავნის, რომელიც მათ ცხოვრების სტილის ცვლილებებსა და სპეციალური დანამატების შესახებ აძლევს რეკომენდაციებს.  პროგრამის სავარაუდო ღირებულება წელიწადში 600 აშშ დოლარია, რომელსაც მომხმარებელი საკვებით მდიდარი ჩაის, იოგურტებისა და ვიტამინებით მდიდარი  საკვები პროდუქტებისთვის, ასევე იმ საოჯახო ნაკრებისთვის იხდის, რომელიც სისხლისა და დნმ-ის ნიმუშების საშუალებით სხვადასხვა დაავადებების მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობას განსაზღვრავს, როგორიცაა მაგალითად ქოლესტერინის მაღალი დონე და დიაბეტები.

საკვებსა და კვების რაციონთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები მნიშვნელოვან საკითხად იქცა. “ნესტლეს” მიზანია ამ გლობალური პრობლემის მოგვარება საკუთარ მისიად აქციოს,” განაცხადა კომპანიის იაპონიის ოფისის ხელმძღვანელმა კოზო ტაკაოკამ.

ნესტლემ უჯრედული ბიოლოგიის, კუჭ-ნაწლავის მედიცინისა და გენომის სფეროებში ასი მეცნიერი დაასაქმა, რათა ადამიანების საკვები რაციონის დონე გააანალიზოს და გაზომოს.

“21-ე საუკუნის ინოვაცია ჩვენი მომხმარებლის პრობლემების გადასაჭრელად ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაა,” განაცხადა  ტაკაოკამ, რომელიც  იაპონიაში KitKat-ის მწვანე ჩაისა და სხვა არმომატებით გამდიდრებული შოკოლადის ვაფლის შექმნით გახდა ცნობილი.

წყარო:   independent.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0