close
კატეგორიის გარეშე

New Horizon პლუტოს უპრეცედენტოდ მიუახლოვდა! გამაოგნებელი ამბები პლუტოდან

მეცნიერები აცხადებენ, რომ პლანეტა პლუტონის ზედაპირზე აღმოჩენილი შესაძლო გაყინული ვულკანები ბადებს შეკითხვებს, იმასთან დაკავშირებით, თუ ეს პატარა, შორეული სამყარო როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო გეოლოგიურად ასეთი აქტიური.

მეცნიერთა ჯგუფმა ორშაბათს მერილენდში გამართულ American Astronomical Society-ის (ამერიკის ასტრონომიული საზოგადოება) შეხვედრაზე ახალი კვლევის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც პლუტონის და მისი მთვარეების უფრო რთულ სურათს ხატავს, ვიდრე ამას მეცნიერები წარმოიდგენდნენ.

„პლუტონის სისტემა სირთულეებს გვიქმნის”, განუცხადა ჟურნალისტებს პლანეტარულმა მეცნიერმა ალან სტერნმა.

სტერნი იმ გუნდის ხელმძღვანელია, რომელიც  ნასა-ს კოსმოსურ ხომალდ New Horizons-ზე მუშაობს.  New Horizons მიმდინარე წლის 14 ივლისს უპრეცედენტოდ ახლოს მივიდა პლუტონთან.

იმ ორმოცდაათ ანგარიშს შორის, რომელსაც New Horizons-ის მეცნერები მიმდინარე კვირას წარადგენენ, არის პლუტონის ზედაპირზე მდებარე ორი მთის გასაოცარი გამოსახულება.  თითოეული მათგანი 161 კმ დიამეტრის და რამდენიმე კილომეტრი სიმაღლის.  მთების მწვერვალებს მარსზე და დედამიწაზე აღმოჩენილი ვულკანების მსგავსი ღრმულები აქვს.

,,მზის სისტემაში არასდროს არაფერი მსგავსი არ მინახავს”, _ განაცხადა New Horizons-ის მეცნიერმა ოლივერ უაითმა.

და მდნარ კლდეებზე მეტად პლუტონზე არსებულ ვულკანებს გაყინული წყალი და სხვა სახის ყინულები უნდა წარმოექმნა, მაგალითად როგორიცაა აზოტი, ამიაკი და მეთანი.

უაითი აღიარებს, რომ პლუტონზე ვულკანების არსებობის იდეა, რომელიც დედამიწასთან შედარებით დაახლოებით 30-ჯერ შორსაა მზისგან, სისულელედ ჟღერს,“ თუმცა, ეს არის „ყველაზე ნაკლები სიგიჟე რაც შეიძლება ამ მთების არსებობის შესახებ ვიფიქროთ. რაც არ უნდა იყვნენ ისინი, ერთი რამ ფაქტია – ნამდვილად იდუმალებით მოცულია,” განაცხადა უაითმა.

New Horizons-მა პლუტონის ზედაპირზე რამდენიმე ღრმა ნაპრალიც აღმოაჩინა, მათ შორის ყველაზე დიდი დაახლოებით 322 კმ სიგრძისაა. „ის ფაქტი, რომ პლუტონის ამ ნაწილში ამდენი ხარვეზია, მიუთითებს, რომ ქერქმა თავის ისტორიის რაღაც მომენტში მნიშვნელოვანი გაფართოება განიცადა,“ – განაცხადა უაითმა.

მეცნიერები ეჭვობენ, რომ პლუტონზე ბუნებრივად გაჩენილი რადიოაქტიური ელემენტების ლპობა პლანეტის ტრანსფორმაციისთვის სითბოს წყაროს წარმოადგენდა.

New Horizons 2019 წლისთვის კოიპერის სარტყელში გაყინულ მინი სამყაროსთან მიახლოებას გეგმავს.

წყარო: Reuters

მასალა დაამუშავა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0