ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ ბირკაძემ, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ ჩათვლაში მე-4 ადგილი დაიკავა.ინფორმაციას, ამის შესახებ, საქართველოს ინფორმატიკის ნაკრების მწვრთნელები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ნიკოლოზ ბირკაძემ ევროპის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EJOI 2017) ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, საქართველოს ნაკრებმა სულ 2 ოქროს მედალი მოიპოვა. ბირკაძესთან ერთად ოქროს მედალოსანი გახდა კიდევ ერთი კომაროველი გიორგი კლდიაშვილი, რომელიც 342 მონაწილეს შორის 16 საუკეთესოში მოხვდა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”
გაზიარება: