დიდი ხნის წინ დაკარგული ჩანთა, რომლითაც აშშ-ის ასტრონავტმა – ნილ არმსტრონგმა დედამიწაზე მთვარიდან პირველი ნიმუშები ჩამოიტანა, ნიუ-იორკში მომავალ კვირას აუქციონზე გაიყიდება.
ექსპერტების ვარაუდით, ჩანთა 4 მილიონ დოლარად გაიყიდება.
,,სოტბის” აუქციონზე აპოლო 13 ფრენის გეგმა, ამერიკელი ასტრონავტ გუს გრიმის სკაფანდრი და „ნასას“ მიერ გადაღებული მთვარის ფოტოსურათებიც იქნება წარმოდგენილი.
აუქციონი 20 ივლისს, მთვარეზე პირველი დაჯდომის 48 წლის იუბილეზე გაიმართება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ აუქციონი ბევრ ადამიანს მიიზიდავს.
ჩანთის ბედი, რომელზეც დატანილია წარწერა – „მთვარის ნიმუშის დაბრუნება“ 1969 წლის ივლისიდან ანუ იმ დროიდან, როცა არმსტრონგი და მისი აპოლო 11-ის ეკიპაჟი მთვარიდან დაბრუნდა, გაურკვეველი იყო.
რამდენიმე წლის განმავლობაში ჩანთა ჰიუსტონში, ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში ინახებოდა, შემდეგ კანზასის მუზეუმის მენეჯერის მაქს არის ავტოფარეხში, რომელიც 2014 წელს მის მოპარვაში დაადანაშაულეს.
ჩანთა 2015 წელს 995 აშშ დოლარად ადვოკატმა ნენსი ლი კარლსონმა შეიძინა და „ნასას“ გადასცა.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”