ნიუ იორკის შტატმა ორშაბათს Gemini Trust Company- სა და Paxos Trust Company-ის დოლართან დაკავშირებული ციფრული ვალუტები დაამტკიცა. Gemini dollar და Paxos Standard პირველი ე.წ. სტაბილური კოინებია (stablecoins), რომლებმაც რეგიონის მარეგულირებლისგან მახრდაჭერა მოიპოვეს.
Gemini dollar გახლავთ ტყუპი ძმების – კამერონ და ტეილორ უინკლევოსების მიერ დაარსებული ციფრული აქტივის ბირჟა. ე.წ. სტაბილური კოინი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გააგზავნოს, ან მიიღოს აშშ დოლარი ეთერიუმ ბლოკჩეინზე. რაც მთავარია, ის მკაცრად, ერთი ერთზე იქნება მიბმული აშშ დოლარზე.
Paxos სტაბილური კოინი, Paxos Standard, ასევე აშშ-ის დოლარით იქნება უზრუნვბელყოფილი და ასევე “ერთი-ერთზეს” პრინციპით.
“ეს ნებართვები აჩვენებს, რომ კომპანიებს შეუძლიათ შექმნან ცვლილება და შესაბამისობის ძლიერი სტანდარტები სახელმწიფო მარეგულირებლის მიერ დადგენილი ჩარჩოების ფარგლებში, რომლებიც დაზარალებისგან იცავენ რეგულირებად ორგანიზაციებს და მომხმარებელთა ინტერესებს”, – განაცხადა ფინანსური სერვისების ნიუ-იორკის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა მარია ვულომ.
ორივე ბიტკოინი ორშაბათს შესაბამის ბირჟაზეა ხელმისაწვდომი.
ე.წ. სტაბილური კოინი (stablecoin) გახლავთ ციფრული ვალუტა, რომელიც მიბმულია ისეთ სტაბილურ აქტივზე, როგორიცაა დოლარი ან ოქრო.
აღსანიშნავია, რომ უინკლევოსები პირველი ბიზნესმენები არიან, რომლებმაც ბიტკოინით მილიარდი დოლარის კაპიტალის დააგროვება მოახერხეს. მათი ვარაუდით კი, მომავალში ბიტკოინის კაპიტალიზაცია 5 ტრილიონი დოლარი იქნება.
წყარო: reuters.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”