უახლესი კვლევების შედეგად, გაიზარდა იმ ქიმიური ნივთიერებების სია, რომელიც ბავშვის ტვინის განვითარებაზე ახდენს მავნე ზეგავლენას. ,,The Lancet Neurology-ის” მკვლევარებმა 2006 წელს გამოაქვეყნეს 5 ნეიროტოქსინის სია, რომელთაც შეუძლიათ იმოქმედოს ყველაფერზე, კოგნიტიური ფუნქციის დაზიანებით დაწყებული, ყურადღების კონცენტრაციით დამთავრებული. ახლახან სია განახლდა და მას მკვლევარებმა 6 ახალი ნივთიერება დაამატეს.
კვლევის ავტორების თქმით, ნეიროგანვითარების ფუნქციების დარღვევები (მაგალითად აუტიზმი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და კითხვის უუნარობა) დღეს დაბადებული ბავშვების დაახლეოებით 10-15%-ში გვხვდება. ამ დარღვევებიდან მხოლოდ 30-40%-ია გენეტიკური, ხოლო დანარჩენი გარემოს ბრალია. ზუსტი მიზეზების დასახელება, ამ ეტაპზე, ძალიან რთულია, თუმცა მკვლევარები განსაკუთრებულად სწორედ ამ 11 ნეიროტოქსინისგან თავის დაცვისკენ მოგვიწოდებენ:
ტყვია, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოკვლეული ქიმიური ელემენტია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნეიროგანვითარების ფუნქციების ისეთ დარღვევებთან, როგორიცაა, მაგალითად, დაბალი IQ (ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი).
აი ის 5 ნივთიერება, რომლებიც ყველაზე მეტად მოქმედებს ბავშვების ტვინზე:
- ტყვია;
- მეთილვერცხლისწყალი;
- პოლიქლორირებული ბიფენილები;
- დარიშხანი;
- ტოლუოლი.
წყარო: Harvard business review
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”