close
ტექნოლოგიები

Nokia-ს პირველი სმარტფონი ექსკლუზიურად ჩინეთში გამოვა

Harga Nokia C1

Nokia-ს პირველი სმარტფონი ექსკლუზიურად ჩინეთში გამოვა.

Nokia 6-ის შემქმნელები მიიჩნევენ, რომ ტელეფონის „პრემიუმ დიზაინი“ ადგილობრივ ბაზარს მიესადაგება.

Nokia ამ სახელის მატარებელ ტელეფონებს აღარ აწარმოებს. კომპანიამ 2016 წლის მაისში ფინურ HMD Global-თან ათწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც HMD Global-მა Nokia-ს ბრენდის ქვეშ ტელეფონების და პლანშეტების წარმოების გლობალური ლიცენზია მოიპოვა.  აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში აქამდე მხოლოდ ე.წ. ფუნქციური ტელეფონები (დაბალფასიანი ტელეფონები) გამოდიოდა.

Android მოწყობილობა კი Nokia-ის სმარტფონების ბაზარზე დაბრუნებას ნიშნავს.

Nokia მობილური ტელეფონების ბაზარზე  iPhone-ის გამოსვლამდე დომინირებდა, თუმცა დაახლოებით 10 წლის წინ, მას iPhone-თან, შემდეგ კი Google- ის Android ოპერაციულ სისტემასთან „შებრძოლება“ მოუწია.

HMD Global-მა დააანონსა, რომ 2017 წელს Nokia-ს ბრენდის რამდენიმე Android ტელეფონს გამოუშვებდა.

,, HMD-ის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პირველი Android სმარტფონი ჩინეთში გამოუშვას, გახლავთ იმ სურვილის გამოხატულება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრის მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებას ითვალისწინებს,“ – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Nokia 6-ს Android 7.0 Nougat-ის ბოლო ვერსიის საოპერაციო სისტემა აქვს:

  • 5,5 Full HD ეკრანი;
  • 16 მეგაპიქსელიანი უკანა კამერა;
  • 4-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება (RAM) და 64GB საცავი.

სმარტფონის ფასი 1, 699 იენი ($245) იქნება ანუ  Huawei’s Honor 6X-ზე გაცილებით ძვირი და Xiaomi’s Mi 5s-ზე გაცილებით იაფი.

 

 წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid