close
დედამიწაეკოლოგიაკვლევები

ოკეანეში მჟავიანობის მომატება უარყოფითად მოქმედებს წყალქვეშა სამყაროზე

თანამედროვე საზოგადოების ქმედების შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის ემისიები ოკეანეების წყალს უფრო მჟავეს ხდის, ეს კი წყალქვეშა ცხოვრებას დააზარალებს.

250-ზე მეტი მეცნიერის რვაწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ზღვის არსებების ნაშიერები განსაკუთრებით დაზარალდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი რიცხვი მეოთხედით შემცირდება.

უფრო მეტიც, კვლევამ აჩვენა, რომ მჟავიანობის მომატებით გამოწვეული კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო გაუარესდება დაბინძურების, სანაპირო ზოლის განვითარების, თევზჭერისა და სასოფლო-სამეურნეო სასუქების მიერ.

ოკეანის გამჟავიანება იმის გამო ხდება, რომ  წიაღისეული საწვავისგან გამოყოფილი CO2- ი ოკეანის წყალში იშლება, რაც წარმოქმნის ნახშირწყალბადს და წყლის pH- ის ამცირებს.

ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისიდან გლობალური ოკეანის წყლის საშუალო pH 8.2-დან 8.1-მდე დაეცა. ეს კი მჟავიანობის 26% -ით გაზრდას ნიშნავს.

კვლევის წამყვანი ავტორი, კიელის უნივერსიტეტის GEOMAR Helmholtz Centre for Ocean Research-ის პროფესორი – უიფ რიბესელი, აცხადებს, რომ მჟავიანობა გავლენას ახდენს ოკეანის ცხოვრების ყველა ჯგუფზე. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ადრეული ცხოვრების ეტაპები ზოგადად უფრო მეტად ზარალდება, ვიდრე ზრდასრული ორგანიზმები. საბოლოოდ, ეს პროცესები ზეგავლენას მოახდენს ყველა იმ სერვისზე, რითაც ოკეანე კაცობრიობას უზრუნველყოფს.“

შეფასება BIOACID- ის პროექტზე დაყრდნობით გაკეთდა, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს. დასკვნები კლიმატის მოლაპარაკებების ყოველწლიურ შეხვედრაზე იქნება წარმოდგენილი, რომელიც წელს ნოემბერში, ქალაქ ბონში გაიმართება.

 

წყარო: http://www.bbc.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid