close
კულტურამსოფლიოსაქართველო

ოქსფორდის უნივერსიტეტმა საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი – “Georgia” გამოსცა

ოქსფორდის უნივერსიტეტმა საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა.

„ეს წიგნი ქართულ-ბრიტანული მეგობრობის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა“, – ამ სიტყვებით წარადგინა ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმითმა ,,Georgia”. როგორც მან აღნიშნა, წიგნი, ბოდლეანის ბიბლიოთეკაში დაცულ, უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება, რომელიც და-ძმამ საქართველოში მოგზაურობის დროს შეაგროვა.

დაცულ მასალას შორის უძველესი ქართული ხელნაწერები, უნიკალური წიგნები და საარქივო დოკუმენტებია. გამოცემა, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და მისი ავტორი ნიკოლოზ ალექსიძეა. წიგნის პრეზენტაციას ქართველი და ბრიტანელი ისტორიკოსები, მკვლევარები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

წყარო:  პირველი არხი
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid