close
კვლევებიმედიცინა

ორივე კიდურის გადანერგვის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

ექიმებმა 10 წლის ბიჭის რეაბილიტაციის 18 თვის შედეგები გამოქვეყნეს, რომელსაც 2 წლის წინ ხელის ორივე კიდური გადაუნერგეს.

ზიონ ჰარვეი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა პაციენტია, რომელსაც ორივე კიდური გადაუნერგეს. ბიჭს რამდენიმე წლის წინ ბაქტერიული ინფექცია შეეყარა, რაც სეფსისში გადაიზარდა. მას ორივე ხელის ამპუტაცია დასჭირდა. ინფექციასთან ბრძოლის დროს ბიჭს თირკმლებიც დაუზიანდა. ორი წლის შემდეგ პატარას დედის თირკმელი გადაუნერგეს.

მკურნალობის წარმატებამ და ოჯახის მიერ გამოვლენილმა სიმამაცემ ექიმებს საფუძველი მისცა, უფრო სარისკო რამ ეცადათ – ბიჭისთვის ხელის ორივე კიდური გადაენერგათ.

11-საათიანი ოპერაცია 2015 წელს ქირურგებისა და ასისტენტების 40-კაციანმა ჯგუფმა ჩაატარა.

„გადანერგვის ოპერაციიდან 18 თვის შემდეგ ბიჭს შეუძლია დამოუკიდებლად წერა, ჭამა, ჩაცმა”, – ნათქვამია ექიმების მიერ წარმოდგენილ მოხსენებაში.

1960-იან წლებში ხელის გადანერგვის პირველი მცდელობა მარცხით დამთავრდა. 100-ზე მეტ ადამიანს დონორებისგან  ერთი ან ორი ხელი გადაუნერგეს, ოპერაციებმა წარმატების განსხვავებული ხარისხით ჩაიარა.

2000 წელს მალაიზიაში ქირურგებმა ახლად გარდაცვლილი ჩვილის მკლავი მის იდენტურ ტყუპისცალს გადაუნერგეს.

ზიონი პირველი ყველაზე ახალგაზრდა პიროვნებაა, რომელსაც ორივე ხელი გადაუნერგეს და მან დონორის კიდურები არაჩვეულებრივად მიიღო.

თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს სირთულეები, რომლის გადალახვაც ზიონს მოუწევს. „მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციური შედეგები დადებითია და ბიჭი გადანერგვის შედეგად უკეთაა,  ოპერაცია და მისი შემდგომი პერიოდი ძალიან რთული იყო როგორც ბიჭისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის,“ – განაცხადა ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ხელის ტრანსპლანტაციის პროგრამის სამედიცინო დირექტორმა სანდრა ამარალმა.

ოპერაციის შემდეგ უარყოფის რვა ეპიზოდი იყო, როცა მისი სხეულის იმუნური სისტემა ქსოვილს უცხოდ აღიარებდა და თავდაცვას იწყებდა.

საწინააღმდეგო რეაგირების მედიკამენტებთან ადაპტირება ბიჭს სერიოზული შედეგების თავიდან ასაცილებლად დაეხმარა, მაგრამ სხეულის ახალ დამატებებთან ფსიქოთერაპიის და ფსიქოლოგიური ადაპტირების გრძელი გზა ძალზედ რთული იყო. ბიჭი ჯერ კიდევ ღებულობს მედიკამენტებს, რომლებიც იმუნური სისტემის აღსაკვეთადაა განკუთვნილი, რამაც, შესაძლოა, ბიჭის ახალი ხელები გაანადგუროს.

მეცნიერების განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ ზიონის ოპერაცია და მისი შედეგები, დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია კიდურების გადანერგვის სფეროში. მათი განმარტებით, ტრანსპარანტების საზღვრები მალე კიდევ უფრო გააფართოვდება, ვინაიდან უფრო მეტის სწავლობენ იმის შესახებ, თუ როგორ უარყოფს სხეული უცხო ქსოვილებს. პროგრესია მიღწეული ქსოვილის ზრდისა და აღდგენის მხრივაც. ამიტომ, მეცნიერები განმარტავენ, რომ კიდურების გადანერგვა გაცილებით უფრო ხშირი გახდება.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0