close
მედიცინა

პარალიზებულმა პაციენტმა, რომლის ტვინიც ეგზოჩონჩხს მიუერთეს, 145 მეტრი გაიარა

მეცნიერების და ექიმების ჯგუფმა საფრანგეთიდან, კისრის ქვემოთ სრულად პარალიზებულ ადამიანს,  გონებით ეგზოჩონჩხის მოძრაობების მართვა ასწავლეს. მას ტვინში გადაუნერგეს სენსორები, რომლებიც კოსტიუმს მამოძრავებელ ბრძანებებს გადასცემდნენ. შედეგად, 28 წლის ფრანგმა, სახელად ტიბომ, 100 მეტრზე მეტის გავლა და ხელებით მარტივი მოძრაობების შესრულება შეძლო. თავიანთი სამუშაო ავტორებმა სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში აღწერეს.

ფრანგულმა ბიოტექნოლოგიურმა ცენტრმა Clinatec-მა გრენობლის საუნივერსიტეტო საავადმოყოსთან ერთად ექსპერიმეტნში ორი პარალიზებული პაციენტი ჩართო. ერთ-ერთი ტექნიკური პრობლემების გამო პროგრამიდან ამოვარდა. მეორეს ტვინის სენსომოტორულ არეალში ორი სენსორი გადაუნერგეს. კისრის არეში ხერხემლის ტრავმის გამო, რომელიც პაციენტმა აივნიდან გადავარდნის შემდეგ მიიღო, მას ხელ-ფეხი სრულად პარალიზებული ჰქონდა.

ტვინიდან წამოსული მამოძრავებელი სიგნალები მუშავდებოდა რეალური დროის რეჟიმში ადაპტური ალგორითმის დახმარებით, რომელიც სასურველი მოძრაობის მიმართულების დეკოდირებას ცდილობდა. ტვინის სგნალების ინტერპრეტაციაში მაქსიმალური სიზუსტის მისაღწევად, პაციენტი ორი წლის განმავლობაში სისტემის გონებრივ მართვაში ვარჯიშობდა. სწავლებას კომპიუტერული თამაშის ფორმა ჰქონდა – პაციენტის ამოცანა იყო ეკრანზე გამოსახული ადამიანი ეიძულებინა ხელები და ფეხების აემოძრავებინა, – იუწყება CNN-ი.

2019 წლის ივნისში ტიბომ კავშირი დაამყარა პროგრამასთან, რომელიც ეგზოჩონჩხის სიარულს და ხელების მოძრაობას მართავდა. პაციენტი წარმატებას შემთხვევათა 60-70%-ში აღწევდა. მთლიანობაში მან ჯერჯერობით, ლაბორატორიის ტერიტორიაზე, დაახლოებით 145 მეტრის გავლა შეძლო.

ტიბომ აღიარა, რომ „ხვალ სახლში თავის ეგზოჩონჩხით წასვლას ვერ შელებს”, მაგრამ პირველი ნაბიჯების შემდეგ, თავი იგრძნო, როგორ „პირველმა ადამიანმა მთვარეზე”, – წერს BBC.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0