მთავრობები შეთანხმდნენ, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდა 2 გრადუს ცელსიუსამდე შეინარჩუნონ, ხოლო სასურველ დონედ 1,5 გრადუსი დასახელდა.
ისტორიული კლიმატური პაქტის ძალაში შესვლის აღსანიშნავად პარასკევს პარიზზი ეიფელის კოშკი მწვანედ გაანათეს.
პარიზის კლიმატის პაქტი დაახლოებით ერთი წლის წინ მიიღეს. წინა მთავარი კლიმატური შეთანხმების- კიოტოს პროტოკოლის ძალაში შესვლას რვა წელი დასჭირდა.
პარიზში მიღებული შეთანხმება პირველია, რომელიც მდიდარსა და ღარიბ ქვეყნებს საერთო მიზნისთვის – კლიმატის დასაცავად აერთიანებს, თუმცა ნახშირბადის ემისიის წინააღმდეგ ქვეყნების ძალისხმევა ნებაყოფლობითია. აღსანიშნავია, რომ პარიზის შეთანხმების ამა თუ იმ ქვეყნის მიერ განხორციელება ამ ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთანაა დაკავშირებული. იმ ქვეყნებს, რომლებიც შეთანხმების სწრაფი დაკანონებისკენ მიისწრაფვოდნენ, თვალი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე უჭირავთ. ჰილარი კლინტონი ემისიების წინააღმდეგ ობამას ძალისხმევის გაღრმავების პირობას იძლევა, მაშინ, როცა მის კონკურენტ დონალდ ტრამპს შეთანხმების დახევის სურვილი აქვს.
გარემოს დაცვითი ჯგუფები და ექსპერტები მთავრობებს მეტის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
„თუკი უფრო სწრაფად არ ვიმიქმედებთ, გლობალური ტემპერატურის ზრდის 1,5 გრადუსამდე შემცირების მიზანს ვერ მივაღწევთ, მაროკოს შეხვედრამ უნდა დაგვიბრუნოს იმის განცდა, რომ რაც შეიძლება უნდა ვიჩქაროთ,“ – აცხადებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტო – ჯიმ იონგ კიმი.
იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც გასულ წელს პარიზის კლიმატის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, 7-18 ნოემბერს მაროკოში შეიკრიბებიან და მომავლის გეგმებზე იმსჯელებენ.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”