მცენარეთა დაცვის საშუალებები, კერძოდ, ნეონიკოტინოიდი, ფუტკრის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს,- ამის შესახებ ევროპის სურსათის უვნებლობის სამსახური აცხადებს.
ნეონიკოტინოიდის გამოყენება ევროკავშირში 2013 წლიდან შეიზღუდა მას შემდეგ, რაც მისგან გამოწვეული რისკების შეფასება მოხდა.
ნეონიკოტინოიდი არის მსოფლიოში ყველაზე ფართო გამოყენების მქონე ინსექტიციდი.
ახალი შეფასება 1,500-ზე მეტ კვლევას მოიცავს სამ ნეონიკოტინოიდზე – clothianidin-ზე, imidacloprid-სა და thiamethoxam-ზე.
ევროკავშირმა ხუთი წლის წინ ამ სამი ქიმიკატის იმ ყვავილებზე გამოყენება აკრძალა, რომელსაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეტანება.
ევროკავშირის გარემოს დაცვის მდივანმა მაიკლ გოვმა განაცხადა, რომ აკრძალვა არაყვავილოვან მარცვლეულსაც შეეხება, როგორიცაა – ხორბალი და შაქრის ჭარხალი.
ფუტკარი და სხვა მწერები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური სასურსათო წარმოებისთვის, რადგან ისინი მარცვლეულის უმეტესობას ამტვერიანებენ. ბოლო წლებში დამამტვერიანებლების რაოდენობის შემცირებას მეცნიერები პესტიციდების გამოყენებას უკავშირებენ.
წყარო: http://www.bbc.com/
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”