ამერიკული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის პანდემია, შესაძლოა, 2024 წლამდე არ დასრულდეს.
კომპანიის პროგნოზით, 2024 წლისთვის დაავადება, სავარაუდოდ, ენდემური იქნება მთელ მსოფლიოში.
”როდის და როგორ მოხდება ეს, დამოკიდებული იქნება დაავადების ევოლუციაზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად
ეფექტურად გამოიყენებს საზოგადოება ვაქცინებსა და სამკურნალო საშუალებებს”, – განაცხადა კომპანიის მთავარმა სამეცნიერო ოფიცერმა მიქაელ დოლსტენმა.
მისი თქმით, ”ახალი ვარიანტების გაჩენამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პანდემიის განვითარებაზე.”
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გამოჩენამდე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებდა, რომ შეერთებულ შტატებში პანდემია 2022 წელს დასრულდებოდა.
წყარო : Reuters
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”