კომპანია „ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ მან სტარტაპი CTRL-labs-ი შეისყიდა, რომელიც მუშაობს ტექნოლოგიაზე, რაც ადამიანს კომპიუტერული მოწყობილობების ტვინის სიგნალების საშუალებით კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.
CNBC– ის ინფორმაციით, გარიგების ფასი 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
CTRL-labs-ი „ფეისბუქის“ Reality Labs-ის გუნდს შეუერთდება. „ფეისბუქის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი CTRL-labs-ის ნევრული ინტერფეისის ტექნოლოგიის გამოყენებას სპეციალური სამაჯურის შესაქმნელად აპირებენ, რომელიც სხვა მოწყობილობებს ინტუიციურად დაუკავშირდება.
”ამ სამუშაოს მიზანი არის ისეთი სამაჯურის შექმნა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, თავიანთი კომპიუტერული მოწყობილობები დისტანციურად გააკონტროლონ,” – აცხადებენ კომპანია „ფეისბუქში.“
გავრცელებული ინფორმაციით, CTRL-labs ტვინის მეცნიერებასა და machine learning-თან ერთად ადამიანისთვის ისეთი ინტერფეისების შექმნაზე მუშაობს, რომელიც მათ კომპიუტერების ფიქრის საშუალებით კონტროლის შესაძლებლობას მისცემს.
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”