მედიცინაში უძველესი დროიდან იყენებენ მცენარეებს როგორც სამკურნალოდ, აგრეთვე, პროფილაქტიკისთვის. მცენარეების სამკურნალოდ გამოყენების არაერთი მეთოდი არსებობს, მაგალითად: ნახარშის, ნაყენის ან ცხელი საფენის სახით. ხალხური მედიცინისა და სხვადასხვა რეცეპტის შესახებ სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკს, სწვალულ აგრონომს, ჯემალ ანელის ვესაუბრეთ.
„რასაკვირველია, მცენარეებით მკურნალობა გაცილებით უსაფრთხო და მეტად შედეგიანია ქიმიურ პრეპარატებთან შედარებით. მთავარია, რომ კარგად შეისწავლოს ექიმმა პაციენტის მდგომარეობა, რათა ყველა დეტალი გაითვალისწინოს და მხოლოდ სრულფასოვანი გამოკვლევის შემდეგ დაუნიშნოს ესა თუ ის მცენარე. დიდი ყურადღება ექცევა დოზირებას და გამოყენების სიხშირეს. სინთეზური მედიკამენტებით მკურნალობას ხშირად უპირატესობას ანიჭებენ, რადგან პრობლემა, როგორც წესი, სწრაფად გვარდება, ხოლო ფიტოთერაპიაში მკურნალობა გახანგრძლივებულია,“ – აღნიშნავს ჯემალ ანელი.
გთავაზობთ რამდენიმე ფოტოთერაპიულ რეცეპტს:
1.კუჭ-ნაწლავის დაავადებების, დეპრესიის, შიშის, უძილობის, სასუნთქი გზების ინფექციებისა და ცხვირ-ხახის ანთებების დროს არაჩვეულებრივია კრაზანა. იგი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ახასიათებს ანტიდეპრესანტული, სპაზმების მომხსნელი, ნაღველმდენი, ანტიმიკრობული და ანტიივირუსული მოქმედება.
მცენარის ნაყენის ხანგრძლივად და ჭარბი დოზებით მიღება სასურველი არ არის, რადგან აქვს გარკვეული გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები.
2.თუ გულის უკმარისობა გაქვთ, ყოველდღიურად მიიღეთ 100-120 გ თაფლი, მაგრამ არა ერთბაშად, არამედ მცირე ულუფებით – თითო ჩ/კ ან ს/კ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 20 დღეა. ამ დღეებში ძირითადად ხაჭოთი, რძით, ხილითა და ბოსტნეულით იკვებეთ. მკურნალობის ეს კურსი არა მარტო გული უკმარისობისთვის, არამედ ნებისმიერი ქრონიკული პათოლოგიის სამკურნალოდ გამოგადგებათ.
3.თირკმლებში კენჭები და ქვიშა შეგიძლიათ მოიშოროთ სტაფილოსა და ქიშმიშის დახმარებით. 500 გრამი სტაფილო გარეცხეთ, გაასუფთავეთ, დაჭერით კუბებად, დაუმატეთ 500 გ კარგად გარეცხილი ქიშმიში. ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 1 ლ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ, გადმოდგით ცეცხლიდან. ქვაბს დაახურეთ სახურავი და ზევიდან მჭიდროდ მოახვიეთ ფოლგა. შედგით ქვაბი აირღუმელში ძალიან დაბალ ცეცხლზე (30 გრადუსი) 8 საათის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ და 1 საათი დადგით გასაგრილებლად. სითხე გადმოწურეთ ცალკე ჭურჭელში. ქიშმიში და სტაფილო კი დოლბანდში კარგად გაწურეთ, სითხე დანარჩენ წვენს შეურიეთ. მიიღებთ მუქ ყავისფერ ნახარშს, რომელიც უნდა შეინახოთ მაცივარში. მიიღეთ 100-100 გრამი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 7-14 დღის განმავლობაში კენჭების სრულ დაშლამდე. კენჭები ქვიშად იქცევა და გამოიდევნება.
4.მაღალი წნევის მქონე ადამიანმა უნდა მიიღოს 20-20 ცალი უნაბი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში. უნაბი საქართველოში კარგად ხარობს შავი ზღვის სანაპიროზე. აღმოსავლეთ საქართველოში ნაყოფს არ იძლევა. უნაბს ფართოდ იყენებდნენ ძველ ქართულ მედიცინაში ნერვული დაავადებებისა და თავის ტკივილის შემთხვევაში.
5.წნევის დასაწევად მაგნოლიის ფოთლები ჩაყარეთ ქილაში და დაასხით არაყი (250 გ არაყი 50 გ ფოთოლზე). დაახურეთ სახურავი და ერთი კვირით ბნელ ადგილას დადგით. ნაყენი უნდა სვათ 20-30 წვეთი სამჯერ დღეში, დაახლოებით ერთი თვე. შემდეგ ცოტა ხანს შეისვენოთ და ისევ განაგრძოთ მიღება.
მაგნოლია მარადმწვანე ხეა. ფოთლები სამკურნალო მიზნით უნდა მოიკრიფოს ყვავილობის პერიოდში ანუ მაისიდან ოქტომრის ჩათვლით.
6.ნევროზისა და უძილობის დროს გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტი:
აიღეთ თააბარი რაოდენობით გველის სურო, პიტნა და ფითრი. ნარევით ნახევრამდე შეავსეთ 200-გრამიანი ბოთლი, შემდეგ კი ბოთლი სპირტით გაავსეთ. მოათავსეთ ბნელ, გრილ ადგილას 5 დღე. უნდა მიიღოთ 7-7 წვეთი 3-ჯერ დღეში. ჭამამდე 20 წუთით ადრე. წვეთები უნდა გაიხსნას მცირე რაოდენობის წყალში.
პიტნა სპაქმოლიზური, ჰიპოტენზიური, დამამშვიდებელი თვისებებით გამოირჩევა.
გველის სურო აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებ ტაქიკარდიას.
ფითრი ეფექტიანია ემოციური აღგზნებადობის დროს, ისტერიული მდგომარეობისას, თავბრუსხვევის დროს. არის ჰიპოტენზიური, ანტითეროგენული.
მომზადებულია „კარაბადინის“ მიხედვით. თუკი რომელიმე პათოლოგიისთვის გაინტერესებთ რეცეპტი, მოგვწერეთ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”