close
კატეგორიის გარეშე

PhoneSoap – მოწყობილობა, რომელიც მობილური ტელეფონზე მიკრობების 99,9 %-ს კლავს

ყველაფერი, რასაც ხელით ვეხებით, საკვები, ბაქტერია, ჭუჭყი, ადვილად ხვდება ჩვენს ტელეფონებზე, რის გამოც ტელეფონის ეკრანი მიკრობებით ივსება. ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური გახდა კითხვა, როგორ გავუკეთოთ დეზინფექცია ჩვენს მობილურ ტელეფონებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა მობილური ტელეფონის გასაწმენდი მოწყობილობის ე.წ. PhoneSoap-ის გაყიდვებმა, რომელსაც ამავე სახელწოდების კომპანია უშვებს.
მოწყობილობა მიკრობების, მათ შორის ე-კოლისა და სალმონელას, 99,9 პროცენტს, ულტრაიისფერი სხივების – UV-C – საშუალებით კლავს.
პროდუქტი COVID-19-ზე ჯერჯერობით არ დაუტესტავთ, თუმცა, დამტკიცებულია, რომ ის A ტიპის ვირუსს H1N1-ს კლავს.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერი, მია ლიბერმანი ახადებს, რომ ჩვენი მობილური ტელეფონების ზედაპირზე ხვდება ისეთი პათოგენები, რომლებიც, შესაძლოა, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიებსაც შეიცავდნენ. ეს მიკრობები განსაკუთრებით საშიშია დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.
კომპანიამ მარტის დასაწყისისთვის პროდუქტი მთლიანად ამოყიდა და გაყიდვებით მიღებული შემოსავალი გასულ თვეს 20-ჯერ გაიზარდა. ამჯერად PhoneSoap-ი შეკვეთების მიღებაზე გადავიდა.

წყარო: cnn.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0