მე-19 საუკუნეში კაცობრიობას მოევლინა ფრენკ ლენტინი, რომელსაც სამი სხვადასხვა ზომის ფეხი,ორი სასქესო ორგანო და ფეხებზე 16 თითი ჰქონდა, თუმცა, ამას სულაც არ შეუშლია ხელი, მშვენივრად ეთამაშა ფეხბურთი, ველოსიპედით სიარული ესწავლა და ცირკის ცნობილი მსახიობიც კი გამხდარიყო. ის კი არა, ფრენკმა ცოლიც მოიყვანა და 4 ჯანმრთელი შვილიც ეყოლა.
ამ ანომალიის მიზეზი მისი განუვითარებელი ტყუპისცალი ძმა იყო, მისიძმა ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა და ფრენკთან ხერხემლით იყო შეერთებული.
საზოგადოებას იგი ხშირად აოცებდა – მაგალითად, მაგალითად, როდესაც ერთი ფეხით ბურთი გაჰქონდა კარში, დანარჩენი ორით დადიოდა.
ყველაფერთან ერთად, არამედ საინტერესო თანამოსაუბრეც გახლდათ და იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდა.
ფრენკინის ისტორია საკმაოდ სევდიანია, უცნაურ შვილზე ყველამ თქვა უარი და ბოლოს იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა თავშესაფარში მოხვდა. სწორედ აქ შეხედა მან საკუთარ თავს სხვანაირად, როდესაც აღმოაჩინა, რომ ბევრი მასზე უარესადაც კი იყო და ორგანოები ზედმეტად კი არა, საერთოდ არ ჰქონდა.
8 წლის ასაკში სხვა სიცილიელებთან ერთად აშშ-ში აღმოჩნდა ემიგრაციაში. სწორედ იქ მოეწყო სამუშაოდ ცირკში, სადაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მისი ნომერი, მესამე ფეხით ბურთს რომ იტანდა.
წლების შემდეგ კი მაყურებელი უკვე მისი ფიზიკურობით კი არა, იუმორით ინტერესდებოდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”