close
ფსიქოლოგია

ფსიქიკური აშლილობის სახეები და სიმპტომები

 ხშირად ზღვარი ფსიქიურ აშლილობების დიაგნოსტირებისას პიროვნების ინდივიდუალიზმზე გადის, უპირველეს ყოვლისა, უნდა განვმარტოთ ცნება ფსიქიკური აშლილობის შესახებ. ფსიქიკური აშლილობების დროს ადგილი აქვს არატიპურ, სხვებისთვის ხელისშემშლელ, დეზადაპტურ და საფუძველს მოკლებულ ქცევას. მედიცინამ ფსიქიკური დარღვევები ავადმყოფობად მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში სცნო, ხოლო მეცხრამეტე საუკუნეში აღიწერა ,,სულით ავადმყოფთაჩივილები ანუ სიმპტომები და მათი თანმხლები ობიექტური გამოვლინებებინიშნები. სიმპტომებისა და ნიშნების ნაკრებს, თავის მხრივ, წარმოადგენს სინდრომი. სწორედ ინდრომის საფუძველზე გამოიყო დაავადებათა სახეებინოზოლოგიები.

  ფსიქიკური დაავადების თავდაპრველი გაგება ფროიდმა ნევროზების, უმეტესად ე.წ კონვერსიული ისტერიის მკურნალობის გამოცდილებაზე დააფუძნა. ამჟამად უფრო გავრცელებული მიდგომის თანახმად, ფსიქიკური აშლილობა ბიოლოგიური, სოციოკულტურული და ფსიქოლოგიური ფატების შეხამებასა და ურთიერთქმედების შედეგს წარმოადგენს.

  ტრადიციულ კლასიფიკაციაში დაავადებათა რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფოდა; მათ შორის მაინც უმთავრესი ფსიქოზებისა და ნევროზების გამიჯვნა იყო. ფსიქოზის დროს ადამიანი კარგავს რეალობასთან კონტაქტს, აღენიშნება ირაციონალური იდეები და დამახინჯებული აღქმა. ხოლო ნევროზის შემთხვევაში ადამიანი იტანჯება, მაგრამ ინარჩუნებს რაციონალური აზროვნებისა  და სოციალური ურთიერთობების უნარს.

  რაც შეეხება შიზოფრენიას ეს არის სერიოზული ფსიქოტური დარღვევების ჯგუფის საერთო სახელი, რომემლიც ხასიათდება დეზორგანიზებული ან ბოდვითი აზროვნებით, დამახინჯებული აღქმით, არაადეკვატური ემოციებითა და ქცევით. შიზოფრენიის ძირითადი სიმპტომები არის  აზროვნების დეზინტეგრაცია, . პარანოიდური შიზოფრენიის შემთხვევაში აზროვენბა ბოდვის ხასიათს იძენს, ხშირია ჰალუცინაციები, იკარგება კონტაქტი გარემოცვასთან და ადამიანი იკეტება საკუთარ თავში, ირღვევა ქცევითი სფერო, ამის გამოვლინებაა აბულია ანუ ქცეის რეგულაცის პათოლოგიური დაქვეითება. ხოლო ე.წ კატატონიური შიზოფრენიის დროს თავს იჩენს ქცევის მოტორული ფუნქციის თავისებური შეცვლა, დაწყებული გადაჭარბებული მოძრაობით დამთავრებული სრული სტუპორით. ასევე ახასიათებთ ნეგატივიზმი – უაზრო წინააღმდეგობის გაწევა, მუტიზმი, ე.წ დეზორგანიზებული შიზოფრენიის დროს უვითარდებათ უთავბოლო მეტყველება, ქცევისა და ემოციის შეუსატყვისობა. ე.წ არადიფერენცირებული შიზოფრენია მოიცავს  დაავადების ყველა იმ ფორმას რომელიც შიზოფრენიის ზემოთ აღნიშნულ სახეობებს არ განეკუთვნება.

თანამდეროვე მკვლევარების უმეტესობა მას აბსოლუტურად სომატურ დაავადებად მიიჩნევს და ტვინის სტრუქტურულ დაზიანებებს ან იქ მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს და გენეტიკურ ანომალიას უკავშირებს.

სხვები, ამასთან ერთად, ფსიქოლოგიური მიზეზების არსებობასაც აღიარებენ. ის რომ შიზოფრენიის აღმოცენებაში გენეტიკური ფაქტორი მონაწილეობს ეჭვს არ იწვევს. გარემოს უთუოდ მიუძღვის თავისი წვლილი, თუმცა ჯერ ვერ მოიძება  ერთი ისეთი გარეგანი მიზეზი, როემლიც შეძლებს ამ დაავადების გამოწვევას იმათში, ვისაც არ ჰყავთ შიზოფრენიით დაავადებული ნათესავები.

 როდესაც ფსიქიკურ აშლილობებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ შევეხოთ აფექტური აშლილობებს, რომელის დროს  მთავარი დარტყმა ემოციურ და ნებელობით სფეროზე მოდის. ძირითადად განასხვავებენ  ბიპოლარულ აფექტურ აშლილობას და დიდ დეპრესიას.

 ბიპოლარული აშლილობები ხასიათდება  ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციური მდგომარეობის  მანიაკალურის და დეპრესიულის მონაცვლეობით. დიდი დეპრესიის , ანუ მონოპოლარული დარღვევისას ემოციური სფერო მხოლოდ ერთი მიმართულებით არის შეცვლილი. ბიპოლარლი აშლილობა ხასიათდება შეტევის ფაზებით და შეტევათაშორსი ინტერვალებთ- რემსისებით. მანიაკალური მდგომარეობას კი ახასიათებს აგზნებულობა, ჰიპერაქტიურობა, ჭარბსიტყვაობა, ზედმეტი ოპტიმიზმი.

  ხშირად გვსმენია ფრაზა ,,დეპრესიაში ვარ“, რაც ძალიან აქტუალურია ცხოვრების არსებული რიტმიდან გამომდინარე. სანამ საკუთარ თავს დავუსვამთ დიაგნოზს უმჯობესია დეპრესიის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციას გავეცნოთ. დეპრესია მანიის საპირისპირო მდგომარეობაა. იგი ხასიათდება განსაკუთრებულად გამოკვეთილი უარყოფითი ემოციური ფონით, ცვლილებებით მოტივაციურ-ნებელობით სფეროში და საერთო ქცევითი პასიურობით.

  დიდი დეპრესიის დროს ხშირად თავს იჩენს კოგნიტური სფეროს ფუნქციონიერბის ზოგადი დაქვეიტება, აზოვნება შნელებულია, ყურადღების კონცენტრაცია გართულებული, დამახსოვრება და გახსენება გაძნელებული, დამახასიათებელია აკვიატებული აზრები, უსუსურობის გრძნობა,  პერსპექტივის უქონლობის მწვავე განცდა, განადგურებულია სუბიქტის თვითშეფასება, შეცვლილია დროის აღქმა, ქცევა ხდება შენელებული და უინიციატივო, ადამიანი დასუსტებულია , მალე იღლება, შესამჩნევად იკლებს მოქმედების პროდუქტიულობა,  ადამიანმა შეიძლება თვითკვლელობის მცდელობა განახორციელოს.

  დეპრესიის იოლ ფორმებს კი შიაძლება დაწეული ფუნქციონალური მდგომარობის ხასიათი ჰქონდეს, რასაც პერიოდულად თითქმის ყველა განიცდის.გამოყოფენ აგრეთვე ე.წ ,,ნევროტულ დეპრესიასრომელიც ნაკლებად მძიმეა და უპირატესად დაღლილობის  ან სტრესის შედეგად აღმოცენდება.

  რაც შეეხება შფოთვით აშლილობებს, მათ აქვთ რამდენიმე ფორმა რომელთა საერთო სიმპტომებია ირაციონალური შფოთვის ან შიშის გრძნობა და მისგან თავის დაღწევის მცდელობა.

  ფობია წარმოადგენს კონკრეტული ობიქტების, ქცევებისა და სიტუაციების ძლიერ და უსაფუძვლო შიშს. ე.წ სპეციფიკური ფობიების ჩამოყალიბება ჩვეულებრივ გარდამავალ ასაკში ხდება, როგორებიცაა აგორაფობია – ღია სივრცის შიში, კლაუსტროფობია – დახურული სივრცის შიში, აკროფობია – სიმაღლის შიში, ზოოფობია – ცხოველების შიში და ა.შ.

  ე.წ სოციალური ფობიების შემთხვევაში ადამიანს ეშინია, რომ უუნარო ან დამცირებული გამოჩნდება სხვის თვალში.ხოლო გენერალიზებული შფთვითი აშლილობებსიას შფოთვა არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულთან – იგი ყოვლისმომცველი და უსასრულოა. ამ დარღვევის მქონე პირები მუდამ არიან დაძაბულნი, ცუდის მოლოდინში, ახასიათებთ ჭირვეულობა, ზემგრიძნობელობა, უჭირთ კონცენტრაცია,უჭირთ გადაწყვეტილეების მიღება, აწუხებთ უძილობა, ახასიათებთ გაძლიერებული გულისცემა, ოფლიანობა, კუჭის აშლილობა და ა.შ.

  შფოთვითი აშლილობების პანიკური ფორმის დროს შფოთვა პერიოდულად იღებს ე.წ პანიკური შეტევის სახეს,ხოლო მისი ფიზიკური სიმპტომებია გახშირებული სუნთქვა, თავბრუსხვევა,კანკალი, ტაქიკარდია, გულისყრა. ამის შედეგია აგორაფობია ანუ სახლის გარეთ , გასაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში მარტო ყოფნის შიში.

ობსესიური და კომპულსური აშლილობების შემთხვევაში ადამიანს აწუხებს აკვიატებული აზრები (აბსცესია) ან რაიმე მოქმედების შესრულების დაუძლეველი სურვილი (კომპულსია), რომლებსაც არავითარი რაციონალური გამართლება არ აქვთ.

  ამჟამად უფრო გავრცელებული შეხედულებების მიხედვით ფობია აღმოცენდება  დასწავლის შედეგად.

  დისოციაციური აშლილობები წარმოადგენს სინდრომების ჯგუფს , რომელიც ხასიათდება ფსიქიკური  ფუნქციების, მე-ს რეალურობის ან მოტორული ქცევის ინტეგრირებულობისა და ერთიანობის უეცარი დარღვევით რის გამოც ამ ფუნქციების ნაწილი იკარგება. თვითონ დისოციაციური აშლილობა ვლინდება ფსიქოგენური ამნეზიის,ფსიქოგენური გაქცევის,პიროვნეიბის იდენტობის დარღვევის, დეპერსონალიზაციის სახით.ეს უკანასკვნელი არის საკუთარი თავის აღქმის დარღვევა იმ დონემდე, რომ საკუთარი თავის რეალობის განცდა დროებით ქრება.

  სომატომორფული აშლილობის შემთხვევაში წინა პლანზეა არა ფსიქიკური , არამედ ფიზიკური სიმპტომები.ავადმყოფს აღენიშნება სხვადასხვა სახის სხეულებრივი ჩივილები ისე რომ არ არსებობს  არავითარი ორგანული ნიშანი, როემლიც შეიძლება მიაკუთვნო მედიცინაში ცნობილ დაავადებებს. ამ ანომალიებში შედის კონვერსიული აშლილობები(კონვერსიული ისტერია). იპოქონდრია  კონვერსიულ აშლილობებში ყველაზე მეტად არის გავრცელებული. იგი ვლინდება გადამეტებულ წუხილში საკუთარ ჯანმრთელობაზე. იგივე ხდება ე.წ სომატიზებული აშლილობებისას.

  პიროვნების აშლილბები ყოვეთვის დიდ ყურადღებას იპყრობს, რადგან რთულია მისი გამიჯვნა პიროვნების ინდივიუალიზმისგან. პიროვნული აშლილობები, არსებითად, ხასიათის თავისებურებების პათოლოგიური ცვლილებაა, მას ფსიქოპატიასაც უწოდებენ.მისი დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია ხასიათის პათოლოგიური ნიშნების ტოტალურობა და ამ ნიშნების სტაბილურობა ბავშვობიდან უმეტესად მოზარდობიდან მოყოლებული, ისინი ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვება.

განასხვავებენ პიროვნების აშლილობის რამდენიმე სახეობას:

პარანოიდული – პიროვნებისთვის დამახასიათებელია ზღვარგადასული ეჭვიანობა, სხვებისთვის ბოროტი ზრახვების მიწერა

შიზოიდური – პიროვნებას არ გააჩნია სოციალური ურთიერთობების სურვილი და ორიენტირებულია თვითიზოლაციაზე

ისტერიული – პიროვნებას ახასიათებს ქცევის თეატრალურობა და ექსპრესიულობა, დემონსტრაციული ემოციურობა, საკუთარი პერსონისადმი ყურადღების მიპყრობის მუდმივი სწრაფვა

ნარცისული – პიროვნება გადაჭარბებულად აფასებს საკუთარი პერსონის მნიშვნელობას და არაფრად აგდებს სხვების უფლებებს

დამოკიდებული – პიროვნება უკიდურესად მორჩილია და განიცდის მფარველობის ქვეშ ყოფნის მუდმივ მოთხოვნილებას

განრიდებული – პიროვნება არის უაღრესად მორცხვი და მორიდებული, შეპყრობილია სოციალურ სიტუაციებთან დაკავშირებული შიშებით

პასიურაგრესიული – პიროვნება არაპროდუქტიულია, უზომოდ ჯიუტი, ჯიბრიანი, მუდმივად მოკამათე

ანტისოციალური (სოციოპათი) – პიროვნებას ფაქტიურად არ გააჩნია უნარი მოიქცეს სოციალური ნორმების შესაბამისად, დაამყაროს მტკიცე სოციალური ურთიერთობები, შეასრულოს სოციალური ვალდებულებები, არ აქვს დანაშაულის განცდა.

  ფსიქიკური აშლილობების მკურნალობა დამოკიდებულია , როგორც თვით დაავადების ხასიათზე , ისე ზოგად თვალსაზრისზე ფსიქიკური აშლილობების ბუნების შესახებ.თუ ეს თვალსაზრისი ბუნებრივია ბიოლოგიურ მიდგომას შეესაბამება მკურნალობაც ბიოლოგიური მეთოდით წარიმართება: მედიკამენტები,ნეიროქირურგია, ელექროშოკური თერაპია. ხოლო თუ დაავადების ბუნება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არის განპირობებული, მაშინ აქცენტიც ფსიქოთერაპიაზე გაკეთდება.

 

მასალა მოამზადა: მაკა დოლიძემ – დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid