ეგვიპტის პირამიდები დღემდე იწვევს გაოცებას. ეგვიპტის ფარაონებისათვის, ძვ. წ. XXVIII საუკუნიდან XX საუკუნემდე აგებული ძვალშესალაგები მსოფლიოს პირველი საოცრებაა.
ამ მხრივ კი, განსაკუთრებული ყურადღების ღირსი გიზის პირამიდებია, რომლებიც გაკვირვებას იწვევს არა მხოლოდ მათი ფორმაით, ზომითა და საინჟინრო ტექნიკით, არამედ იმითაც, რომ აქამდე მოღწეული ადამიანის მიერ შექმნილი ქვის პირველი ნაგებობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ გიზის პირამიდები ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთადერთია, რომელმაც თითქმის თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენამდე.
ყველაზე დიდი პირამიდა ფარაონ ხუფუსთვის ააშენეს. ეს ფარაონი უფრო ხეოფსის სახელით არის ცნობილი. მის ასაშენებლად დაახლოებით ასი ათასი მონა შრომობდა. პირველი ათი წელი მოსამზადებელ სამუშაოებს დასჭირდა. პირამიდა შენდებოდა ოცი წლის განმავლობაში. დაახლოებით ორი მილიონ სამასი ათასი ქვის ლოდი, თითოეული 2, 5 ტონამდე სიმძიმის, სპილენძის იარაღებით გახერხეს და მჭიდროდ მიაკრეს ერთმანეთს. საინტერესოა, რომ ხეოფსის პირამიდის ფილებს შორის ქინძისთავსაც კი ვერ ჩადებთ.
პირამიდის სიმაღლე 147 მეტრს აღწევს.
მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”