ბერლინის პრესტიჟულ კინოფესტივალზე წელს საქართველო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი. მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კინოფესტივალზე ერთდროულად რამდენიმე ქართული ფილმი მოხვდა. ამ ეტაპზე ცნობილია 3 ქართული ფილმი, რომელსაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სხვადასხვა სექციაში აჩვენებენ.
სექციაში ,,Forum-ი” შედგება ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ევროპული პრემიერა. მანამდე კი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ სანდენსის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
ბერლინალეს ამავე სექციაში წარდგენილია კიდევ ერთი ქართული დოკუმენტური ფილმი – რატი ონელის „მზის ქალაქი“, ხოლო სექციაში ,,Generation-ი” ნათია ნოკოლაშვილის ანიმაციურ ფილმს „ლი.ლე“ აჩვენებენ.
აღსანიშნავია, რომ სამივე ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი.
ეროვნული კინოცენტრი ბერლინალეს ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული კინოს ბაზრობაზე საქართველოს სტენდს მეთორმეტედ წარადგენს. საქართველო წელს კოპროდუქციის ბაზრობის ფოკუსშია, რომელსაც ყოველწლიურად 600-ამდე წამყვანი რეჟისორი და პროდიუსერი ესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი აქტივობა, სადაც აქტიურად მოხდება ქართული კინოინდუსტრიის პოპულარიზაცია და საქართველოს, როგორც მიმზიდველი გადასაღები ქვეყნის წარდგენა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”