ნიუ-ჯერსიში საცირკო წარმოდგენებში გარეული ცხოველების გამოყენება აიკრძალა. ეს არა მარტო საცირკო წარმოდგენებს ეხება, არამედ სადღესასწაულო კარნავალებს, ბაზრობებს, ფესტივალებს, აღლუმებს, კონტაქტურ ზოოპარკებს და სხვა ღონისძიებებს, სადაც სპილოები, ვეფხვები და სხვა ეგზოტიკური ცხოველები მონაწილეობდნენ.
აღნიშნული რეგულაცია 14 დეკემბერს, ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ფილ მერფიმ მიიღო.
აკრძალვას დაარქვეს Nosey’s Law 36 წლის სპილოს Nosey’s საპატივცემულოდ, რომელსაც მოხეტიალე ცირკის პატრონი აწამებდა. აქტივისტებმა გადაარჩინეს სპილო, და ახლა ის თავშესაფარში ცხოვრობს.
გაზიარება: