ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, პლუტონზე მიწისქვეშა ოკეანეები არსებობს და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ცოცხალი ორგანიზმების პოტენციური საცხოვრებელიც იყოს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერის ფრანსის ნიმოს განცხადებით, პლუტოს ოკეანე, რომელიც ყინულნარევია, 150-200 კმ-ზეა გადაჭიმული და დაახლოებით 100 კმ სიღრმისაა.
„ამხელა ყინულით დაფარული ოკეანის მქონე პლუტო სიცოცხლისთვის პრაიმკანდიდატი ნამდვილად არაა, თხევადი წყალი სიცოცხლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პირობაა. ნებისმიერმა ადამიანმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, სანამ სიტყვა „შეუძლებელს“ იტყვის,“ – განაცხადა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პლანეტარულმა მეცნიერმა რიჩარდ ბინზელმა.
აღმოჩენა ნასას კოსმოსურ ხომალდ New Horizons-დან გადაღებულ ფოტოებსა და მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთდა. „როგორც ჩანს, ბუნება იმაზე ბევრად უფრო კრეატიულია, ვიდრე წარმოგვიდგენია,“ – განაცხადა ბინზელმა.
მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა მზიდან დედამიწასთან შედარებით 40-ჯერ შორს მდებარეობს, პლუტონს რამდენიმე მილიონი წლის წინ პლანეტის ფორმაციის შედეგად წარმოშობილი საკმარისი რადიოაქტიური სითბო აქვს იმისათვის, რომ წყლის თხევადობა შეინარჩუნოს.
„ამის გარდა პლუტონს აქვს საკმარისი კლდე, რომელიც დიდი რაოდენობის სითბოს წარმოშობს და რამდენიმე ასეული კილომეტრის სისქის მქონე ყინული კი საკმაოდ კარგი იზოლატორია. ასე რომ, ღრმა მიწისქვეშა ოკეანის არსებობა გასაკვირი არაა, მითუმეტეს, თუ ოკეანე ამიაკს შეიცავს, რომელიც ანტიფრიზის ფუნქციას ასრულებს,“ – აცხადებენ მეცნიერები.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”