close

 

პლატონის მიხედვით, სული არის უზენაესი გონიერი საწყისი, რომელიც შეიცნობა ინტუიცით – სამყაროს გრანდიოზული სხეული ცოცხალი ორგანიზმია, ხოლო მისი სიცოცხლის ერთადერთი მიზეზი არის სამყაროს სული. ამ თვალსაზრისით სამყარო (მაკროკოსმოსი) არის ზუსტი ანალოგი ადამიანის (მიკროკოსმის) სულისა და სხეულის ერთობლიობისა.

პლატონის მიხედვით ,,ღმერთმა უპირველესად და უხუცესად შექმნა სული, როგორც სხეულის მეუფე და მბრძანებელი, შექმნით კი შემდეგნაირად და შემდეგი ნაწილებით შექმნა იგი: დაუყოფელი და მიწყივ იგივეობრივი არსისაგან (იგულისხმება კოსმიური გენი), ისევე, როგორც დაუყოფელი და მიწყივ იგივეობრივი არსისაგან (იგულისხმება პლატონისეული ,,სხვა მიმრქმელი’’). ,,მან შერევის’’ გზით შექმნა მესამე შუალედური სახე არსისა და დაუყოფელსა და დაყოფადს შორის დაამკვიდრა იგი. მერე აიღო სამივე არსი და ერთ მთლიან იდეად შეაზავა ისინი, აიძულა რა, შერევის მიმართ ურჩი ბუნება სხვისა შერწყმოდა იგივეობრივს.

პლატონისათვის ,,სული გონების ხატებაა, მის გარეთ გამოვლენილი’’, ე.ი წარმოთქმული ,,სიტყვაა’’.

კოსმიური გონის მსგავსად სულიც მარადიულია, წმინდა, უცვლელი და წარუვალი. პლატონის აზრით, სული ისე იღვრება მატერიაში, როგორც მზის შუქი სამყაროში, მაგრამ ერთიანი და განუყოფელი რჩება.

 პლატონის მიხედვით, შემოქმედმა ,,ნაზავიდან გამოყო იმდენი სული, რამდენიც არის ვარსკვლავი, და მთელ ცაზე ჩამოარიგა ისინი, ისე, რომ თითიოეულ სულს თითო ვარსკვლავი ხვდა წილად’’. შემოქმედმა ,, ბედისწერის კანონები გაანდო მათ. მათვე დასაბამი უნდა მისცენ სულდგმულთა შორის ყველაზე ღვთისმოსავ ცოცხალ არსებათა – ადამიანთა მოდგმას”.

ამგვარად, პლატონმა თითიოული ვარსკვლავი შეუსაბამა თითოეულ სულს. მისი აზრით, ,, ვინც ღირსეულად გალევს მისთვის მიზომილ დროს, თავის წილხვედრ ვარსკვლავთ სავანეს დაუბრუნდება, სადაც ნეტარი და მისთვის ჩვეული სიცოცხლით იცხოვრებს, ხოლო ვინც ამას ვერ შეძლებს, და მეორედ დაბადებისასაც თავისას გააგრძელებს და არ მოიშლის ბოროტებას, ყოველ ახალ დაბადებისას მისი მიწიერების შესაბამის ცხოველად განხორციელდება”.

პლატონის აზრით, თითოეული ადამიანი ხასიათდება ,, განცხრომასა და ტანჯვასთან წილნაყარი სიყვარულით, შიშით, მრისხანებითა და მათი მსგავსი და მათივე საპირისპირო, სულში დაბუდებულ ყველა სხვა ვნებით. თუ სული მოახერხებს ვნებათა დაძლევასა და დაურვებას, მაშინ მისი სიცოცხლე სამართლიანად მიიჩნევა, თუ არადა, ზემოთ ხსენებული ვნებები თვითონვე სძლევენ სულს და მათი სიცოცხლე უსამართლოდ შეირაცხება’’.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld