close
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

პოლარული ციალი – როგორ ჩნდება საოცრება დედამიწაზე

  ჩინელმა ასტრონომებმა ჯერ კიდევ 5000 წლის წინ აღწერეს პოლარული ციალი. მოგვიანებით, ბერძენი და ლათინურენოვანი ავტორები წერდნენ ,,ღამის ცაზე გაჩენილი ცეცხლის ალების’’ შესახებ. ,,დიდ ჩრდილოეთში’’ მოელვარე სინათლის შესახებ ლეგენდები იქმნებოდა. ზოგიერთი ესკიმოსისთვის იგი წინაპართა სულებს განასახიერებდა. სხვებისთვის ჩრდილოეთ პოლუსზე განთავსებული ,,დედამიწის შემქმნელი დიდი ცეცხლის’’ ნაკვალევი იყო.

XVII ს-ში ასტრონომმა გალილეიმ მას ,,ჩრდილოეთის ციალი” უწოდა, მაგრამ მისი საიდუმლო ვერავინ ამოიცნო. მხოლოდ ის არის დადგენილი, რომ მზის აქტიურობის დროს შეინიშნება. XX ს.-ის დასაწყისში ნორვეგიელმა მეცნიერმა მოახერხა იმავე ფენომენის ლაბორატორიაში მიღება: მან დამაგნიტებული ბურთი (მაგნიტური ისრის მსგავსი) დაბომბა ელექტრონებით (ატომის შემადგენელი ელემენტები) და მაშინვე გაჩნდა ციალის მსგავსი ნათება.

ყოველთვის, როდესაც მზე მეტად აქტიურია, მის ზედაპირზე ძლიერი ამოფრქვევებია და მათი ნაწილაკები კოსმოსში ვრცელდება. დედამიწაზე მათ მაგნიტური ველი იზიდავს და ისინი პოლუსებისკენ მიიწევენ. აქ, 100-300 კმ სიმაღლეზე, ატმოსფეროს მაღალ ფენებში ეღობებათ ჟანგბადი და აზოტი. ამ შეჯახებისას წარმოიქმნება სინათლე: თითოეულ აირს განსხვავებული ფერის სინათლე აქვს: ჟანგბადს – მომწვანო-ყვითელი, აზოტს – წითელი. მილიარდობით ნაწილაკის აირთან შეჯახება წარმოქმნის ციალს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid