1991 წელს, პატარა ესპანური ქალაქის, პონტევედრას მერმა მიგელ ფერნანდეს ლორესმა გადაწყვიტა, მანქანით გადაადგილება აეკრძალა და ქვეითად მოსიარულეებისთვის კომფორტული გარემო შეექმნა. მას შემდეგ საცობები 90%-ით შემცირდა და ჰაერის დაბინძურების დონე განახევრდა.
“მოუსმინეთ, ქუჩიდან ადამიანების ხმა ისმის. სანამ მერი გავხდებოდი, ყოველდღიურად ქალაქში 14 ათასი მანქანა გაადგილდებოდა – უფრო მეტი, ვიდრე იქ მცხოვრები ადამიანების რაოდენობა იყო.” მანქანით მოძრაობა დასაშვები გახდა მხოლოდ მაღაზიებისა და რესტორნების მოსამარაგებლად, აქაც მანქანის სიჩქარე 20 კმ/სთ- მდე შეიზღუდა. გარდა ამისა, ქალაქ გარეთ შეიქმნა 4 დიდი საპარკინგე სივრცე, რათა ადამიანები არ ყოფილიყვნენ შეზღუდული სხვა ქალაქებში გადასაადგილებლად.
ცნობისთვის, 1996-2006 წლებში პონტევედრას ქუჩებში 30 ადამიანი დაიღუპა სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, შემდგომი 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 3, 2009 წლიდან კი, არც ერთი. CO2 გამოყოფა შემცირებულია 70%-ით. ადამიანები, ძირითადად, ველოსიპედებითა და ფეხით გადაადგილდებიან.
პონტევედრას ტრანსფორმაციის შემდეგ, ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა 12 ათასით გაიზარდა.
“მე ვცხოვრობდი მადრიდსა და ბევრ სხვა ქალაქში და ჩემთვის პონტევედრა არის ნამდვილი სამოთხე. წვიმის დროსაც კი, ყველგან ფეხით დავდივარ. ეს არაჩვეულებრივი ადგილია ბავშვებისთვის.” – თქვა ქალაქის მცხოვრებმა, რაკელ გარსიამ.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”