close
ბიზნესი

Puma –   ბრენდის ისტორია

ცნობილი გერმანული კომპანიის – ,,პუმას” ( Puma) ისტორია იწყება იმავე დროიდან, საიდანაც ასევე უდიდესი კომპანიის – ,,ადიდასის” – 1920–იანი წლებიდან. ,,პუმას” ისტორია უაღრესად საინტერესოა.

1924 წელს  ბავარიის პატარა ქალაქ ჰერცოგენაურახში დასლერის ოჯახის წევრების მიერ იქმნება კომპანია ,,ძმები დასლერების ფეხსაცმლების ფაბრიკა” (Gebruder Dassler Schuhfabrik). დასლერების ოჯახში იყო ორი ძმა – ადოლფი (ადი) და რუდოლფი. კომპანიაში ფუნქციები ძმებმა გაინაწილეს შემდეგნაერად: ადოლფი დაკავებული იყო წარმოების ორგანიზაციული საკითხებით და ფეხსაცმლის ახალი მოდელების შექმნით, ხოლო რუდოლფი დაკავებული იყო პროდუქციის რეალიზაციით.

წარმოებამ საკმაოდ მალე მოიპოვა პოპულარობა და 1927 წელს დსსლერებს საშუალება მიეცათ ფაბრიკისთვის ექირავათ მთელი შენობა. კომპანიის თანამშრომელთა რიცხვი იმ დროისთვის შეადგენდა 25 ადამიანს. გარკვეული პრიოდის შემდეგ ძმები ყიდულობენ ფაბრიკის შენობას და საცხოვრებლად გადადიან მის ახლოს მდებარე პატარა სახლში.

დასლერებმა იცოდნენ, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მათი სპორტული ფეხსაცმელების უშუალოდ სპორტსმენებთან დაკავშირებას. ასეთი შანსი მათ გაუჩნდათ 1936 წელს ბერლინის ოლიმპიადის დროს. გერმანიაში ჩასვლისას ცნობილ სპორტსმენს – ჯესი ოუენსს (Jesse Owens) დახვდა ადი დასლერი თავის საწარმოში შეკერილი სარბენი ფეხსაცმელების  მთელი ჩანთით და დაარწმუნა სპორტსმენი, რომ ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიეღო სწორედ ამ ფეხსაცმელებით. ოუენსმა ამ ოლიმპიადაზე   ,,Dassler–ის” ფეხსაცმლებით 4 მედალი მოიპოვა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დასლერების წარმოება გადავიდა სახელმწიფო შეკვეთების შესრულებაზე და სამხედრო ფეხსაცმელებს კერვაზე. ამავე პერიოდში გაღრმავდა უთანხმოება ძმებს შორის.

1948 წელს ძმებმა დასლერებმა გაყვეს თავიანთი საწარმო ორ ნაწილად. ადოლფმა თავის კომპანიას დაარქვა თავისი სახელის და  გვარის პირველი ასოებისგან შედგენილი სახელი – ადიდასი (Addas). რუდოლფმაც ანალოგიური კომბინაციით თავის კომპანიას დაარქვა რუდა (Ruda). ამ დასახელებებმა რამდენჯერმე განიცადეს ცვლილება და ბოლოს ჩამოყალიბდნენ იმ სახით, როგორც დღეს ჩვენთვის ცნობილია – ადიდასი (Adidas)   და კომპანია პუმა(Puma).

ასე დაიწყო მრავალწლიანი ბრძოლა პირველობისთვის ადოლფსა და რუდოლფს შორის. მათი მშობლიური ქალაქიც კი, რომელშიც იყო ორივე საწარმო, ფაქტობრივად გაიყო ორად: ადიდასისა და პუმას თანამშრომლები ერთმანეთს იგნორირებას უკეთებდნენ იმ დონეზე, რომ დადიოდნენ მხოლოდ იმ სალონებსა და სასადილოებში, რომლებიც მათ კომპანიას უჭერდნენ მხარს. ქალაქს ჰყავდა ორი საფეხბურთო გუნდი: ერთი ადიდასის ნიშნით, ხოლო მეორე პუმას ლოგოს გამოსახულებიანი ტანსაცმლით.

1952 წელს პუმას ბუცები დასახელებით Atom შემოსილი იყო გერმანიის თითქმის მთელი ნაკრები, ხოლო 1958 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე შვედეთის და ბრაზილიის ნაკრებები.

1968 წელს გაყიდვაში გამოდის ლეგენდარული Puma King.სწორედ ამ სპორტული ფეხსაცმლებით პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ეუსებიომ გაიტანა 42 გოლი და გახდა წლის საუკეთესი თავდამსხმელი.

1970 წელს მექსიკაში ჩატარებული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ – პელემ სწორედ პუმას ბუცებში შეძლო თავისი გუნდის ლიდრად გაყვანა.

1974 წელს რუდოლფ დასლერი გარდაიცვალა. კომპანიას სათავეში ჩაუდგნენ მისი შვილები არმინი და გერდი. 80 –იანი წლების შუაში კომპანია ხდება სააქციო საზოგადოება.

1986 წელს დიეგო მარადონა პუმას ბუცებით მონაწილეობს თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც არგენტინის საფეხბურთო ნაკრები იღებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. მარადონა კი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს.

მიუხედავად ასეთი მიღწევებისა პუმას გაყიდვები ნელ–ნელა იკლებს და 90 – იანი წლების დასაწყისში კომპანია დგება გაკოტრების პირას. ამიტომ მფლობელები იძულებული ხდებიან შეიმუშაონ ახალი მარკეტინგული სტრატეგია.

1993 წელს კომპანია პუმას აღმასრულებელი დირექტორი ხდება იოხენ ცეიტსი –  კომპანიაქოლგეიტის (Colgate) ყოფილი ბრენდ მენეჯერი. მისი ხელმძღვანელობით პუმას წარმოება გადააქვს სამხრეთ აზიაში და სამხრეთ ამერიკაში, წარმატებულად გადის საფონდიო ბირჟებზე და  კომპანიაში სამუშაოდ იზიდავს ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ცნობილ დიზაინერებს.

2003 წელს პუმა უშვებს ფეხსაცმლის კოლექციას – Rudolf Dassler , 2007 წლიდან კი ამავე ბრენდით გამოდის ტანსაცმელი და აქსესუარები.

ამავე დროს იწყებს ტენისის ტანსაცმლის და აქსესუარების წარმოებას. ამ ყველაფრის შედეგად იხსნება პუმას მაღაზიები ევროპაში და ამერიკაში და ფართოვდება წარმოება.

2004 წელს პუმა აფორმებს ხელშეკრულებას კომპანია ფერარისთან (Ferrari), რომლის მიხედვითაც PUMA AG ხდება Scuderia Ferrari Marlboro (ფორმულა 1 – ის ერთ–ერთი უძლიერესი გუნდი) ოფიციალური მიმწოდებელი. ასევე პუმა ხდემა მიხეილ შუმახერის ფეხსაცმლის ოფიციალური მიმწოდებელი.

გარდა სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა პუმა აწარმოებს საათებს, სათვალეებს, აქსესუარებს, პარფიუმერიას და ა. შ. იგი მიიჩნევა ერთ–ერთ წამყვან მოდურ ბრენდად.

 

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ
 ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid