რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, საერთაშორისო საზოგადოებას „გლობალური კრიზისის“ შესახებ აფრთხილებს. აღნიშნული, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის დროს გაჟღერდა, რომელიც სირიაში აშშ-ის სამხედრო შეტევას შეეხებოდა. აშშ-მა იერიში მიიტანა სირიაში არსებულ სამეცნიერო ლაბორატორიაზე და 2 ქიმიური იარაღის საწყობზე. რუსეთისა და ირანის პირველი პირების განცხადებით, „ამ ქმედებებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სირიაში კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობას“.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა, სირიაში სამხედრო შეტევის განხორციელების ბრძანება შაბათს გასცა ბრიტანეთთან და საფრანგეთთან შეთანხმებით. სამხედრო შეტევის მიზანი ქიმიური იარაღის განადგურება გახლდათ, რომელიც ბაშარ ალ-ასადმა გასულ კვირას გამოიყენა აჯანყებულების წინააღმდეგ. შემთხვევას ათეულობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებიც.
მიუხედავად ამისა, პუტინი და ირანი მაინც ასადის მხარდამჭერებად რჩებიან. უფრო მეტიც, გასულ კვრიას, რუსეთმა გაეროს რეზოლუცია წარადგინა, სადაც გმობს სირიაზე საერთო საჰაერო თავდასხმის განხორციელებას. რეზოლუციას მხარი მხოლოდ რუსეთმა, ჩინეთმა და ბოლივიამ დაუჭირა.
კრემლის განცხადებით, „ვლადიმერ პუტინის აზრით, თუკი სახელმწიფოები განაგრძობენ მსგავს ქმედებებს (სამხედრო და საჰაერო თავდასხმებს) – ეს აუცილებლად გამოიწვევს ქაოსს საერთაშორისო ურთიერთობებში.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განმარტა, რომ სამხედრო თავდსხმას მხოლოდ ერთჯერადი ხასიათი ექნებოდა ქიმიური იარაღის კვლავ გამოყენებამდე, რუსეთის ელჩმა გაეროში, ნიკი ჰეილმა განაცხადა: „როდესაც ჩვენი პრეზიდენტი წითელ ხაზს ავლებს, იღებს კიდევაც პასიხსმგებლობას წითელი ხაზის გადასვლის შემდეგ განსახორციელებელ ქმედებებზე“. მოგვიანებით გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, განიხილება რუსეთის, ასადისა და ირანის თანამშრომლობის შესაძლებლობაც.
წყარო: NBC news
მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“