რამდენიმე კვირის წინ ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქის, ჩრდილოეთ ოლმსტედის მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს, რომ მათი მანქანებისა და ავტოფარეხების კარის გასაღებები მწყობრიდან გამოვიდა. მოსახლეობაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც გაკვირვებულები და შეშფოთებულები იყვნენ ამ მასშტაბური ხარვეზით. აღსანიშნავია, რომ მანქანების გასაღებები ჩვეულებრივად მუშაობდნენ, როცა ადგილობრივები ქალაქს ტოვებდნენ და დროებით სადმე მიემგზავრებოდნენ, დაბრუნებისას კი კვლავ მწყობრიდან გამოდიოდნენ.
არსებობდა მოსაზრება, რომ რადიო გადამცემების ჩახშობა Cleveland Hopkins-ის საერთაშორისო აეროპორტს უკავშირდებოდა, ზოგი კი ამაში NASA-ს ახლომდებარე კვლევით ცენტრს ადანაშაულებდა.
მიზეზი კი მოყვარული ელექტრიკოსის მიერ შექმნილი კუსტარულად დამზადებული გაჯეტი აღმოჩნდა. მოწყობილობა, რომელმაც ქალაქს ზიანი და დისკომფორტი მოუტანა, ენთუზიასტმა ელექტრიკოსმა სრულიად უწყინარი მიზეზით შექმნა – მიეღო შეტყობინება თუკი სახლში ვინმე შევიდოდა მაშინ, როცა ის სარდაფში მუშაობდა.
საქმე იმაშია, რომ გაჯეტი აქტიურად ახშობდა 315 მეგაჰერც სიგნალს, მანქანებისა და ავტოფარეხების კარის გასაღებები კი 315 – 433 მეგაჰერც რადიო დიაპაზონზე მუშაობენ, ხოლო მაღალი ინტენსივობით ჩარევამ ამ სიგნალების ჩახშობა გამოიწვია.
https://www.sciencealert.com
ქალაქში მანქანისა და ავტოფარეხების კარის გასაღებები მწყობრიდან გამოვიდა, მიზეზი დადგენილია
გაზიარება: