close
კვლევები

ქართულ ბაზარზე 35 დასახელების პარფიუმერულ ნაწარმში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა

არასამთავრობო ორგანიზაცია მომხმარებელი.ge-ს ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე პარფიუმერიის 5 ნიმუშში პარაბენების ის სახეობები აღმოჩნდა, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები შეიძინეს და საფრანგეთის ლაბორატორიაში გააგზავნეს (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების – პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად).

ნიმუშების სახეობები და ჩასატარებელი კვლევები მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით შეირჩა. კვლევის თანახმად, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია შეირჩა, რომელიც საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის არის ხელმისაწვდომი.   

როგორც კვლევაში წერია, დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე – მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.

„ამგვარად, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აყენებს ამ პრობლემას და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ეტაპობრივად დასანერგად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შესაბამისი რეაგირება არ ჩანს“.-წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

მომხმარებელი.ge  ხელისუფლებასა და მთლიანად საზოგადოებას მოუწოდებს  სწრაფი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა ისეთ ცნობილ პროდუქციებში, როგორებიცაა: ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი Garnier, ფრჩხილის ლაქი Olivia, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი Amalfy, შამპუნი CLEAR, სახის საცხი ჩისტაია ლინია, სახის საცხი NIVEA და სხვა. 

ვრცლად პროდუქტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0