close

Giffer-ი მოწყობილობაა, რომელიც  Gif-ის ფორმატის მოძრავ ფოტოებს იღებს. მისი ქირაობა ყველას შეუძლია, გამოყენება კი საკმაოდ მარტივია – იმოძრავე, გადაიღე, ატვირთე. შედეგი კი მაშინვე თვალშისაცემი ხდება, გადაღებული გიფები თავს ოფიციალურ ვებ-გვერდზე იყრის, კონკრეტული ივენთისთვის შექმნილ სივრცეში, საიდანაც ყველა მსურველს შეუძლია მათი გადაზიარება საკუთარ სოციალურ ქსელებში.

 

სტარტაპი, რომელიც უკვე წარმატებული ბიზნესის სახელს  ღირსეულად ატარებს, 2015 წელს  გიორგი კონტუაძემ  მეგობრებთან ერთად დაარსა, „საამაყოა ის ფაქტი რომ სამმა მეგობარმა, ფაქტობრივად ნულიდან, ჩვენივე ფინანსებით ავაწყეთ პირველი აპარატი, სტარტაპის წარმატება, ჩემი აზრით, დამოკიდებულია კარგ პროდუქტზე და იმ სტრატეგიაზე თუ როგორ გააკეთებ პროექტის პოზიციონირებას ბაზარზე. ჩვენს შემთხევაში, ეს იყო ,,თბილისი ოფენ ეარი”, სადაც უფასოდ დავდგით ,,გიფერი”, ამ სამი დღის შემდეგ კი – მისი ცნობადობა და პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა, და იზრდება ახლაც, ,,გიფერი” უკვე 5 ქვეყანაში ოპერირებს“ – აღნიშნა მან Doctrina-სთან საუბარში.

გიორგი კონტუაძე – Giffer-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი

თუმცა გიფერის გუნდი საზღვრების გაფართოებასთან ერთად, ცდილობს თავად პროდუქტიც უზრუნველყოს ახალი ფუნქციით, რომელიც მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტულს და სახალისოს გახდის მის გამოყენებას.

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ამიერიდან გიფების გადაღება სახალისო ეფექტებითა და ჩარჩოებითაც იქნება შესაძლებელი. „ეფექტები, როგორც წესი, ინტეგრირებულია აპარატში, თუმცა მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, შეგვიძლია ისინი მათ კონკრეტული დიზაინითაც დავუმზადოთ“  – აღნიშნა გიორგიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0