საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულების მხარდაჭერით, კომპანია „არომაპროდუქტის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ჰონგ-კონგის სუპერმარკეტების ქსელ ,,City Super-ში” გაიყიდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „არომაპროდუქტმა“ აღნიშნულ წარმატებას, 2017 წელს ჰონგ-კონგში, სააგენტოს მიერ ქართული ექსპორტიორი კომპანიების საგამოფენო ღონისძიებაზე Hofex 2017-ში მონაწილეობის ორგანიზების შედეგად მიაღწია და სუპერმარკეტების ქსელთან ხელშეკრულების გაფორმება შეძლო.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „არომაპროდუქტი“ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელსაც საკუთარი პროდუქცია ორმოცამდე ქვეყანაში წარმატებულად გააქვს და უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას – ხილის და ბოსტნეულის წვენებს, ხილის წვენის კონცენტრატებს და ჯემებს აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კომპანიას, სააგენტოს მხარდაჭერით, მონაწილეობა ასევე მიღებული აქვს დუბაიში, გამოფენაზე Gulf Food და ტოკიოში გამოფენაზე Foodex Japan. ამასთანავე, კომპანიას მიღებული აქვს ISO 9001:2008; ISO 22000:2005; FSSC 22000 სერთიფიკატები.
წყარო: http://www.economy.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”