close

ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი ,,ნასაში“, აშშ–ში,  გაემგზავრება და კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ  უფროსკლასელებისაგან შემდგარი  სამი საუკეთესო გუნდი გამოავლინა, რომლებმაც წარმოადგინეს პროექტები ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში.   მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს  პრიზები გადაეცათ, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი, 2017 წელს გაემგზავრება ნასაში, აშშ–ში, და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში.

ინოვაციის კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება.  კონკურსი მესამე წელია ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. კონკურსის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, ცოდნის და გამოცდილების გაზიარების მიზნით. 2016 – 2017 წლის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 67 სკოლის 85 გუნდმა. ფინალში გავიდა 13 გუნდი, რომელთაგან გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოში უკვე ორჯერ, 2014-15 და 2015-16 წლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 153-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. წინა კონკურსებში გამარჯვებულმა გუნდებმა „მულტიკლიმატიზატორი“ და „სოლარი“ მონაწილეობა მიიღეს, აშშ-ში, კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ,,ნასას“ კენედის ცენტრში, ფლორიდაში.

 

წყარო: Mes.gov.ge

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid