გოგონათა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა(EGMO 2019) საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 2019 წლის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა უკრაინაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ევროპისა თუ აზიის 50-მა ქვეყანამ მიიღო.
საქართველო გოგონათა გუნდი ოთხი წევრისგან შედგებოდა:
1. თამარ კორკოტაშვილი – 16 წლის – ვერცხლის მედალი
2. ანა ონოპრიშვილი – 16 წლის – ოქროს მედალი
3. ქეთი სულამანიძე – 16 წლის
4. მარიამ ივარდავა – 15 წლის – ვერცხლის მედალი
საქართველომ აღნიშნულ საერთაშორისო ოლიმპიადაში რეიტინგში მე-11 ადგილი დაიკავა და ჩამოიტავა იაპონია, ავსტრალია, საფრანგეთი, ბრაზილია, იტალია, ნიდერლანდები, გერმანია, კანადა, საბერძნეთი, შვეიცარია, ესპანეთი, ფინეთი და კიდევ 26 სხვა ქვეყანა.
–
ოქროს მედალი სულ 19 მონაწილემ მიიღო, მათ შორის ერთ-ერთი 16 წლის ანა ონოპრიშვილია.
რეიტინგში 24-ეა – თამარ კორკოტაშვილი, 56-ე მარიამ ივარდავა, 149-ე – ქეთი სულამანიძე.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მარტში, კომაროველმა მოსწავლეებმა რუმინეთში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო შეჯიბრში ( 190 მოსწავლე 23 ქვეყნიდან) გვასახელეს – ალესანდრე ხოსიაშვილმა ოქროს, ხოლო გიორგი კლდიაშვილმა, ვანო გამეზარდაშვილმა და ნიკოლოზ ბირკაძემ კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
–
2019 წლის გოგონათა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული, პირველადგილოსანი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები გახდა.
მეორე ადგილზე – უკრაინა გავიდა, ხოლო მესამეზე – ბულგარეთი.
–