close
განათლებაკვლევებისაქართველოსოციოლოგია

ქართველი მოზარდები, სხვა ევროპელებთან შედარებით, უფრო ადრეულ ასაკში ხდებიან სტუდენტები

საქართველოში, ყოველწლიურად, დაახლოებით, 40 000 აბიტურიენტი აკეთებს არჩევანს, თუ რომელ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, რა მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება და სკოლის დასრულებისთანავე უნივერსიტეტში ჩაბარება საშუალო განათლების შემდგომ სწავლის გაგრძელების ყველაზე მიღებული ფორმაა. შესაბამისად, როგორც აღმოჩნდა, ევროპის ქვეყნებში განხორციელებული საერთაშორისო კვლევის – ევროსტუდენტი VI-ის მიხედვით, ქართველი სტუდენტები ევროპელ სტუდენტებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდები არიან.  კერძოდ, კვლევის მონაწილე თითქმის ყველა ქვეყანაში, სტუდენტების თითქმის ნახევარი 25 წლის ან უფრო ახალგაზრდაა. ქართველი სტუდენტებისთვის კი, საშუალო ასაკი 22 წელია. ქალი სტუდენტები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში სტუდენტთა უმრავლესობას შეადგენენ. გამონაკლისი მხოლოდ თურქეთი და გერმანიაა.

მიუხედავად უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ქალი სტუდენტების ზოგადი სიმრავლისა, განსაკუთრებით საგრძნობია გენდერული დისბალანსი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში. ამ სფეროში ქალი სტუდენტების ყველაზე მცირე ნაწილი იღებს განათლებას. ეს პრობლემა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, მწვავედ ეხება საქართველოს იგივე მიმართულების საუნივერსიტეტო პროგრამებს.

ქართველი სტუდენტების ყველაზე მეტი ნაწილი სოციალური მეცნიერებებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლობს (36,8%), პოპულარულია ბიზნეს-ადმინისტრირებისა და სამართლის (13,8%), ასევე, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელებაც (13,5%).

ქართველი სტუდენტებისთვის ყველაზე არაპოპულარული სფერო განათლებაა (1,9%). ამ სფეროში გენდერული ბალანსი ყველაზე დარღვეულია – განათლების მიმართულებით მამრობითი სქესის სტუდენტების უკიდურესად მცირე რაოდენობა სწავლობს (სტუდენტთა საერთო რაოდენობის 0,1%).

წყარო:  IPM-ის კვლევა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid