close
საქართველოსოფლის მეურნეობა

ქართველი ფერმერები ბიოყურძნის წარმოების საერთაშორისო მეთოდებს გაეცნენ

ჩეხმა ექსპერტმა, პროფესორმა ირჟ კაპლანმა ფერმერებისა და დაინეტრესებულ პირებისთვის სემინარი – ,,ბიოყურძნის წარმოების საერთაშორისო მეთოდები’’ – ჩაატარა.

სემინარი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის – „საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“ ფარგლებში ჩატარრდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხმა ექსპერტმა ყურადღება დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებზე, ბიომევენახეობაში დასაშვებ ბიოპრეპარატებზე, მათ გამოყენებაზე, ბიოლაბორატორიის როლსა და ბიოპროდუქტის მოყვანაში სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. სემინარზე საუბარი შეეხო ბიოვენახის გაშენების, საჭირო პირობებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის საკითხებზე. როგორც ჩეხმა ექსპერტმა აღნიშნა, ბიოვენახის გაშენება ახალ ნაკვეთზე უნდა მოხდეს; თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ვენახის ეტაპობრივად ბიომევენახეობის მოთხოვნებზე გადაყვანა, ყოველთვის დადებით შედეგს არ იძლევა.

სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ სემინარს 30-ზე მეტი სტუნდენტი და ფერმერი დაესწრო.

 

წყარო: http://www.moa.gov.ge/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid