ახლახან მოსკოვის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში, რომელსაც ქართველი აკადემიკოსი ლეო ბოკერია ხელმძღვანელობს, შექმნეს უნიკალური დეფიბრილატორი „TachosDR“ არითმიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.მის შექმნაზე მუშაობნდნენ ამავე ცენტრის აკადემიკოსი ამირან რევიშვილი და ასევე ამერიკელი და გერმანელი მეცნიერები.
მინიატურილი კომპიუტერი იწონის 90 გრამს. იგი თვითონ პოულობს იმ წერტილს, რომელიც გულის არასწორ რითმს იწვევს, მერე კი არკვევს არითმიის ტიპს და როგორც კი გულის რიტმი დაირღვევა,გულის კუნთის საჭირო წერტილს მაშინვე აწვდის ელექტრონულ მუხტს. თუ გული მაინც გაჩერდა, მოწყობილობა თითონვე რთავს ელექტროშოკს და ადამიანს სიცოცხლეს უბრუნებს. კომპიუტერი მუშაობს ელემენტზე, რომელიც 5-6 წელი წელი ყოფნის.
კომპიუტერს აქვს მეხსიერება, რომელშიც ინახავს ყველა ელექტროკარდიოგრამას. საკმარსია, ექიმმა მხოლოდ სკანერი მიადოს პაციენტის გულს და მაშინვე ცხადი ხდება, როგორ „იქცეოდა“ თქვენი გული.
ასევე აღსაღნიშნავია და საინტერესოა, რომ დასავლეთშიც სარგებლობენ სხვადასხვა დროს შექმნილი ანტიარითმიული ხელსაწყოებით, მაგრამ ‘TashosDR“ მათ შორის ყველაზე უნიკალურია.
მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება ამირან რევიშვილის ბიოგრაფია.იგი დაიბადა 1956 წელს. დაამთავრა მოსკოვის 1 სამედიცინო ინსტიტუტი. ის არის აკადემიკოს ლეო ბოკერიას მოწაფე. 1986 წელს გახდა სსრკ სახელმწიფო პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი მეცნიერებასა და ტეკნიკაში. აღნიშნულ ცენტრში მუშაობს 1979 წლიდან. მას გმოქვეყნებული აქვს 500_ზე მეტი ნაშრომი. მიღებული აქვს 6 პატენტი გამოგონებისთვის, აქედან 4 საერთაშორისო მნიშვნელობისაა.
ექსკლუზიურად Doctrina.Ge-ს მკითხველისთვის მოამზადა: ლიკა ჩაგანავამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”