close
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართველი სტუდენტების გამოგონება – ხის ბეჭედი, რომელიც ცხოვრებას უფრო მარტივსა და უსაფრთხოს გახდის

 რამდენიმე სტუდენტისგან შექმნილი გუნდი ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა და ხის ჭკვიანი ბეჭედი შექმნა, რომელიც გაამარტივებს ადამიანების ცხოვრებას და უფრო უსაფრთხოს გახდის მას.

ნინო გვაზავა: „იდეა გაჩნდა ჩვენი უნივერსიტეტის საშვების სისტების დაყენების შემდეგ, გვინდოდა, რამე ისეთი მოგვეფიქრებინა, რაც ბარათის მოძებნის ნაცვლად, გაგვატარებდა უნივერსიტეტის შესასვლელში. ასე შეიქმნა პირველი ბეჭედი, რომელსაც, თავდაპირველად, მხოლოდ უნივერსიტეტის საშვის ფუნქცია ჰქონდა“.

სტარტაპი ინტერესის გამო ადნობდა სხვადასხვა ბარათს და მათში არსებული RFID თაგს 3D პრინტერით ამობეჭდილ 3ბეჭედში ათავსებდა, შემდეგ ამ ბეჭდით ახორციელებდნენ სხვადასხვა გადახდას მაღაზებში. საზოგადეობის დიდი ინტერესისა და აღფრთოვანების გამო მათ დაიწყეს პროექტზე სერიოზულად მუშაობა.

რა მასალისგან მზადდება ბეჭედი ?

,,კნიკი” ჭკვიანი სამკაულია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისაგან მზადდება და მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა თავად შეარჩიოს საკუთარი ბეჭდის დიზაინი, დაიტანოს ნებისმიერი წარწერა და აირჩიოს სასურველი ფერების განაწილება. გარდა ამისა, ერთადერთი სამკაულია, რომელიც ანაცვლებს მომხმარებლის საფულესა და, ამავდროულად, ზრუნავს მომხმარებლის სიცოცხლის გადარჩენაზე.

 

რა ფუნქციების მატარებელია მოწყობილობა?

#CNICK (კნიკი) არის ხის პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ხელის ერთი მოძრაობით შევიდეს სამსახურში, სპორტდარბაზში, კინოში, გასართობ ცენტრებში, რადგან მას ყველა საშვი, ბილეთი თუ აბონემენტი საკუთარ ბეჭედში ექნება გაერთიანებული. ,,კნიკი” ამავდროულად, ინახავს პირველად სამედიცინო ინფორმაციას (სისხლის ჯგუფის, გადატანილი დაავადებების, ალერგიულობას…), ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ, რადგან ამ ფუნციის საშუალებით, ,,კნიკს” მომხმარებლის სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლია.

ნინო გვაზავა: “#სტარტაპსაქართველოს კონკურსში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ იდეის განხორციელებისთვის ხელშემწყობი პირობები შეგვიქმნა. უპირველეს ყოვლისა, გადმოგვცა დაფინანსება და დაგვაკავშირა ამერიკელ ექსპერტებთან, რომლებიც   კონკურსის შემდგომი 3 თვის განმავლობაში მეთვალყურეობას გაუწიეს ჩვენს პროექტს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი პროექტი იღებდა ბიზნესის განხორციელებისა და სწრაფი ზრდისთვის ხელშემწყობ სხვადასხვა რჩევებს, Silicon Valley-ს ვენჩორული კაპიტალისტების გამოცდილებასა და მითითებებს. ტექნოპარკის  ფაბლაბში გავიარეთ სხვადასხვა კონსულტაციები და გამოვიყენეთ იქ არსებული ლაზერული მჭრელი,  ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის, განვავითაროთ ჩვენი პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე და შემდგომ ეტაპზე მოვახდინოთ მისი საერთაშორისო რეალიზაცია.”

სტარტაპმა ,,Cnick-ი” – მონაწილეობა მიიღო 2016 წლის Seed Forum-ში, რომელიც 14 დეკემბერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აიჰაბ თბილისში ჩატარდა. პროექტის ფარგლებში კნიკის დამფუძნებლებს საშუალება ექნებათ მაისის თვეში ოსლოში, ნორვეგიაში გაიარონ ტრენინგები და წარდგნენ საკუთარი იდეით ინვესტორების წინაშე, რათა მოიპოვონ დამატებითი დაფინანსება პროდუქტის დასახვეწად და შეიძინონ ახალი კონტაქტები.ამჟამად, კნიკს არ აქვს გადახდის ფუნქცია, რადგან ბეჭდის მასობრივი წარმოებისთვის საჭიროა სხვადასხვა სერთიფიცირების პროცესების გავლა Visa-სა და Mastercard-თან, რაც გარკვეული დროს მოითხოვს. სტარტაპი ამაზე აქტიურად მუშაობს და უახლოეს პერიოდში ბეჭედს გადახდის ფუნციაც დაემატება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid