იმისთვის, რომ მაგარმა სასმელმა არ გვავნოს და პირიქით, მაქსიმალური სარგებელი მოგვიტანოს, აუცილებელია დავუმატოთ ლიმონი დილის ყავას.
ლიმონიან ყავას თავისი სახელწოდება შემთხვევით არ მიუღია. მის სამშობლოდ იტალია ითვლება, უფრო ზუსტად კი, რომი. მის მოსამზადებლად მხოლოდ ყავის ნატურალურ მარცვლებს, ლიმონის ახალგამოწურულ წვენსა და ცედრას იყენებენ.
მოგეხსენებათ ლიმნის წვენს უნიკალური თვისება აქვს -ამცირებს კოფეინის ნეგატიურ ზეგავლენას ორგანიზმზე. მისი მიღება პრაქტიკულად ყველას შეუძლია. რამდენიმე რჩევა ექიმებისგან თუ რატომ არის სასარგებლო ყავა „რომანო“
1. რომანო სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც უმადობა აწუხებს. ეს ყავა კუჭს აიძულებს, არ იზარმაცოს და წვენი გამოიმუშაოს. უმჯობესია, თუ რომანოს ჭამის შემდეგ დალევთ.
2. სასარგებლოა მათთვის, ვინც ბევრს მუშაობს, ცოტა სძინავს და სასიცოცხლო ძალების ნაკლებობას განიცდის. იმისთვის, რომ რომანომ მაქსიმალური სარგებელი მოგიტანოთ, დალიეთ დილით ადრე, საუზმიდან 40-60 წუთის შემდეგ.
3.კოფეინი ცენტრალურ ნერვულ სისტემას ასტიმულირებს, აძლიერებს სისხლის ცირკულაციას, ანორმალიზებს გაცვლით პროცესებს და ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ყავა გაცივების საწინააღმდეგო საშუალებად შეგვიძლია გამოვიყენოთ და თუ მას ლიმონსაც დავუმატებთ, მისი გამაჯანსაღებელი ეფექტი გაორმაგდება
მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”