CRM სტრატეგია გულისხმობს A წერტილიდან ( დღევანდელი მდგომარეობა) B წერტილში (დასახული მიზნები) მისვლის საუკეთესო გზას. შესაბამისად, CRM სტრატეგიის ჩამოყალიბება გულისხმობს სამ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს :
- დღევადელი მდგომარეობა – სად ვართ;
- სტრატეგიული მიზნები – სად მივდივართ;
- სტრატეგია – როგორ ვიმოქმედოთ.
გასაკვირია, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის დადგენის თითქოსდა ტრივიალური ამოცანა – რომ არაფერი ვთქვათ მიზნებსა და სტრატეგიაზე – ძალზე რთული გადასაწყვეტია. ქართული კომპანიების უმეტესობას საკმად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს კლიენტების ბაზის მდგომარეობაზე მომგებიანობისა და გრძელვადიანობის თვალსაზრისით.
წყარო: harward business review
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: