სამმა ბრიტანელმა მეცნიერმა ტვინის ჯილდოს ცენტრის შესწავლისთვის 1 მილიონი ევროს ოდენობის პრესტიჟული პრიზი მიიღო.
მათი მუშაობა იმის გაგებაში გვეხმარება, თუ როგორ დავდივართ, ვჭამთ, ან თუნდაც, მივფრინავთ მთვარეზე.
„ჯილდო“ აუცილებელია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიცოცხლე, თუმცა ის შესაძლოა უკონტროლო გახდეს და ხელი შეუწყოს ადამიანის აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას.
ვულფრამ შულცმა, პიტერ დაიანმა და რეი დოლანმა ნეირომეცნიერების უდიდესი პრიზი – The Brain Prize – მოიპოვეს.
ჯილდო
ადამიანი მუდმივად არჩევანის წინაშე დგას და ცხოვრებას გადაწყვეტილებების მიღებაში ატარებს: სად უნდა ისადილოს – რესტორანსა თუ სახლში, სად უნდა გაატაროს შვებულება, მოძებნოს თუ არა ახალი სამსახური და ა.შ.
„ჯილდო არის სწორედ ის, თუ როგორ ვახდენთ ამ არჩევანის ოპტიმიზაციას,“ – განაცხადა ერთ-ერთმა გამარჯვებულმა პროფესორმა – პიტერ დაიანმა.
აღნიშნული სამეულის დაახლოებით 30-წლიანმა მუშაობამ ტვინის ქიმიური დოპამინის როლი ახსნა.
ეს იწვევს ტვინის უჯრედების კომპლექტის რეაგირებას ჯილდოს მიმართ და საბოლოოდ, ტვინი ჯილდოს მოლოდინზეც კი რეაგირებს. „ რაც გვაიძულებს, მეტი ჯილდო მოვიპოვოთ, ხოლო მათ, ვისაც ბევრი ჯილდო აქვთ, მეტხანს სიცოცხლის შანსი აქვთ, ეს არის ბიოლოგიური პროცესი, რომელიც გვაიძულებს, ვიყიდოთ უფრო დიდი მანქანა ან სახლი, ან დავწინაურდეთ სამსახურში,“ – აცხადებს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი – ვოლფრამ შულცი.
„ცხოველების ყველა ტიპს შეუძლია მოვლენების პროგნოზირება: საქმე კარგად წავა, თუ ცუდად. თუკი აღმოჩნდება, რომ მოვლენები მოსალოდნელზე უკეთ განვითარდა, ჯილდოს სისტემა გვკარნახობს, რომ მომავალშიც ანალოგიურად მოვიქცეთ.
მაგალითად, თუ რესტორანი იმაზე უკეთესი აღმოჩნდება, როგორიც გვეგონა, ტვინში დოფამინის პასუხი უფრო ძლიერია და სავარაუდოდ, ჩვენ იქ კიდევ წავალთ.
პროფესორი – დეი დოლანი განმარტავს, რომ დოფამინის სისტემამ შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენაც მოახდინოს. ეს ყველაზე აშკარად იმ ადამიანებშია გამოხატული, რომლებიც პანკრეატინით არიან დაავადებულები და დოფამინის დონის გასაზრდელად სპეციალურ მედიკამენტებს ღებულობენ.
„ამას ხშირად ნეგატიური გავლენა აქვს და აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილებას იწვევს.“
Brain Prize-ის შესარჩევი კომიტეტის წარმომადგენელი – პროფესორი სერ კოლინ ბლეიქმოლი, აცხადებს, რომ ამ აღმოჩენების შედეგები ფართო სპექტრისაა და მოიცავს ეკონომიკის, სოციალური მეცნიერებების, ნარკომანიისა და ფსიქიატრიის სფეროებს.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”