ადამიანების დიდი კატეგორიისათვის საღეჭი რეზინის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია – დიახ, მას ნამდვილად ახლავს ,,მიჯაჭვულობის” ეფექტი!
არადა… საქმე იმაზე უფრო რთულადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
გასტროენტეროლოგები საღეჭი რეზინის გამოყენებას ეწინააღმდეგებიან და მის უზმოზე დაღეჭვას გასტრიტის გაჩენისა და გამწვავების წინაპირობად წარმოგვიდგენენ.
როგორც კი საღეჭი რეზინის ღეჭვას ვიწყებთ, გადამამუშავებელ სისტემას ავტომატურად ეგზავნება სიგნალი – ,,საკვები მოდის”, კუჭიც იწყებს მზადებას, წვენი მზადყოფნაში ჰყავს საჭმლის მისაღებად. ამის მაგივრად, კუჭამდე მხოლოდ ნეწყვი აღწევს, რომელსაც კუჭი ,,ამუშავებს”, რეალურად კი – ეს ჰაერით გატენილი ნეწყვია და მეტი არაფერი.
რა შედეგები მოჰყვება ამას?
ძირითადად, მომატებული მჟავიანობა, თქვენი ხმაურიანი მუცელი სწორედ ამის დამსახურებაა.
გარდა ამის – იწვევს საფეთქლის – ქვედა ყბის სახსრის დარღვევას, ამიტომ, ამ სახსრის ანთების დროს ღეჭვა რეკომენდებული არ არის.
კიდევ, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს – ბაზარი ძირითადად შაქრის შემცველი საღეჭი რეზინებითაა წარმოდგენილი, რაც, ბუნებრივია, კარიესის გაჩენის ერთ-ერთ წინაპირობას ქმნის.
რაც შეეხება დადებით თვისებებს, ესეც არ გამოგვრჩეს:
საღეჭი რეზინი ასუფთავებს კბილებს, თუმცა ბუნებრივია, კბილის ჯაგრისს ვერ შეედრება/ ამ დროს, უბრალოდ, სუფთავდება კბილების მხოლოდ ერთი (საღეჭი) ზედაპირი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”