close
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

რა ინფორმაციას ინახავს უდიდესი შავი ხვრელი ადრეული სამყაროს შესახებ?

უძველესი და ყველაზე შორეული შავი ხვრელი – რომელიც მზეზე 800 მლნ-ჯერ მასიურია – სამყაროს ბუნების შესახებ მეცნიერებს გარკვეულ სიურპრიზებს აწვდის.

ოთხშაბათს ასტრონომებმა განაცხადეს, რომ შავი ხვრელი, რომელიც მაღალი ნათების მქონე ციური ობიექტის – კვაზარის ცენტრშია განთავსებული, დედამიწიდან დაახლოებით 13.1 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული. მკვლევართა მიერ აღმოჩენილი კვაზარის სინათლე, სავარაუდოდ, დიდი აფეთქებიდან 690 მილიონი წლის შემდეგ წარმოიქმნა, როდესაც კოსმოსის ასაკი ამჟამინდელის მხოლოდ 5 პროცენტი იყო.

„როდესაც შორეულ მანძილზე ვიყურებით, უკან წარსულსაც ვაკვირდებით იმ დროის გამო, რასაც სინათლე სამყაროს გავლას ანდომებს, ეს ნიშნავს, რომ  ობიექტი 13, 1 მილიარდი წლისაა, ხოლო თუკი შევადარებთ, მივიღებთ, რომ დედამიწა დაახლოებით 4.5 მილიარდი წლისაა,“ – განაცხადა კარნეგის მეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერმა ედუარდო ბანადოსმა, რომელიც ჟურნალ ,,Nature-ში” გამოქვეყნებულ კვლევას ხელმძღვანელობდა.

ახლად აღმოჩენილი კვაზარი –  J1342 + 0928, არსებობდა ადრეული სამყაროს ფუნდამენტური ცვლილებების პერიოდში, როდესაც ის „ბნელი ასაკიდან“ გამოდიოდა.

„ეს ობიექტი გვაძლევს იმ დროის პარამეტრებს, რომელშიც სამყარო პირველად განათდა ვარსკვლავის სინათლით”, – განაცხადა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ფიზიკოსმა, პროფესორმა რობერტ სიმკოემ.

მკვლევარები გააოცა სამყაროს ისტორიის ასეთ ადრეულ ეტაპზე ასეთი დიდი შავი ხვრელის არსებობამ. საკვირველია, ასეთი ობიექტების წარმოშობა და ზრდა ასეთი გამოწვევების პერიოდში.

კვაზარები, რომელიც შავ ხვრელში მაღალი სიჩქარით მოძრავი აირებით საზრდოობენ და გარკვეული გალაქტიკების ცენტრებში მდებარეობენ, ზოგჯერ ამ გალაქტიკების ყველა ვარსკვლავს ჩრდილავენ.  შავ ხვრელებში გრავიტაცია ისე ძლიერია, რომ სინათლეც კი ვერ ახერხებს „გაქცევას“. ეს შავი ხვრელი გალაქტიკის ცენტრის მშთანთქმელი მასალაა.

ობიექტი  ჩილესა და ჰავაიში მდებარე ტელესკოპებისა და ნასას WISE-ის საშუალებით შეისწავლეს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid