close
დედამიწამსოფლიოსოფლის მეურნეობა

რა კავშირშია, გლობალური ტემპერატურის მატება მწერების მიერ განადგურებული მარცვლეულის რაოდენობასთან?

მეცნიერები აცხადებენ, რომ რაც უფრო მატულობს გლობალური ტემპერატურა, მით მეტ მარცვლეულს ანადგურებენ მწერები. სიეტლის „ვაშინგტონის უნივერსიტეტის“ მკვლევარი ქერტის დოიჩი და მისი გუნდი ამტკიცებს, რომ ყოველი ერთი გრადუსი ცელსიუსით მომატებული ტემპერატურა დამატებითი 10-25 პროცენტი ხორბლის, სიმინდისა და ბრინჯის განადგურებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ მწერები ყოველწლიურად მსოფლიოს სიმინდისა და ხორბლის 8 პროცენტსა და ბრინჯის 14 პროცენტს ანადგურებენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სიმინდის ყოველწლიური ზარალი 10 პროცენტს, ხორბლის – 12 პროცენტს, ხოლო ბრინჯის – 17 პროცენტამდე გაიზრდება. სამივე მარცვლეულის ზარალის საერთო ოდენობა კი 213 მილიონ ტონას მიაღწევს. ეს კი მნიშვნელოვანი ზარალია თანამედროვე მსოფლიოსთვის.

ზემოთქმულის მიზეზი კი ისაა, რომ გარემო ტემპერატურის მატებასთან ერთად მწერების მეტაბოლიზმით მატულობს. რაც უფრო მალე წვავენ ისინი ენერგიას, მით უფრო მადიანად შეექცევიან მარცვლეულს.

აღნიშნული კვლევა რამდენიმე დღის წინ სამეცნიერი ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

წყარო:  sciencenews.org

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0