დაეხმარებოდით თუ არა დაზარალებულ უცნობს ხანძრის დროს, თუნდაც ამით შესაძლოა თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს?
ეს გახლავთ სცენარი, რომელიც მეცნიერთა გუნდმა ვირტუალური რეალობის სიმულაციაში შექმნა, რათა დაეტესტათ, რა ხდება ადამიანის ტვინში, როცა ის თავგანწირვით მოქმედებს.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანების ტვინებში, რომლებიც სწორად იქცევიან, განსხვავებები არსებობს.
ტრიესტეს გაღრმავებული კვლევების საერთაშორისო სკოლის (სისა) მკვლევარები იმედოვნებდნენ, რომ ალტრუიზმს ნათელს მოჰფენდნენ.
მათმა კვლევამ მონაწილეები ვირტუალურ რეალურ (VR) გარემოში ჩაფლო – ცეცხლმოკიდებული შენობის ევაკუაცია სასწრაფოდ უნდა განეხორციელებინათ.
თითოეულ ადამიანს ეკითხებოდნენ: საკუთარი თავის გადარჩენა სურდა, თუ დაშავებული ადამიანის გადარჩენა.
უმრავლესობამ ალტრუისტული არჩევანი გააკეთა – 65 პროცენტმა სხვისი დახმარების სურვილი გამოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვირტუალურ „მეს“ საფრთხე ემუქრებოდა. ამ ადამიანებს ტვინის მარჯვენა წინა ნაწილი გაფართოებული ჰქონდათ, ანუ ტვინი ის ნაწილის, რომელიც სოციალური ემოციების დამუშავებაში არის ჩართული.
კვლევის შედეგები ჟურნალ ,,Neuropsychologia-ში” გამოქვეყნდა.
ვირტუალური რეალობა არ შეიძლება ალმოკიდებული შენობაში ყოფნის რეალურ საფრთხეს ასახავდეს. მაგრამ მკვლევართა გუნდი შეეცადა სიმულაციას რეალურის მსგავსი რეაქცია გამოეწვია.
მაგრამ კვლევის გუნდი მუშაობდა, რათა დავრწმუნდეთ, სიმულაციური გამოიწვია იგივე სახის რეაგირება, როგორც რეალურ ცხოვრებაში. კომპიუტერის საშუალებით შექმნილი გარემოს ინტენსიური აუდიო-ვიზუალური ნიშნები – როგორიცაა: სიგნალიზაცია, აფეთქებები, ხველა და შოკი- მიზნად ისახავდა მღელვარების, საფრთხსა და შიშის გრძნობის გაძლიერებას.
მონაწილეების ტვინებს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატით იკვლევდნენ. იტალიელ მეცნიერთა გუნდმა შეძლო მონაწილეთა ქცევის ცენტრალური ნერვული სისტემის გარკვეული ნაწილის ანატომიასთან დაკავშირება.
ინდრაჯით პათილი მორალურ ფსიქოლოგიას სწავლობს, რომელიც ადამიანის მიერ მორალური გადაწყვეტილებების მიღების დროს მასში მიმდინარე ნერვული და ფსიქოლოგიური პროცესების ახსნას ცდილობს. პათილი აღნიშნული კვლევის წამყვანი ავტორი გახლავთ.
„კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა უმრავლესობამ ალტრუისტული გადაწყვეტილება მიიღო, ინდივიდის სურვილი, რომ საკუთარი თავის ხარჯზე დაეხმაროს სხვას საჭიროების დროს, როგორც ჩანს, განპირობებულია სხვაზე ორიენტირებული ზრუნვის მოტივაციით,“ – აცხადებს დოქტორ პატილი, რომელიც ამჟამად ჰარვარდის უნივერსიტეტში მუშაობს.
ექსპერტები დიდი ხანია იკვლევენ ადამიანის მორალურ გადაწყვეტილებას ფილოსოფიიდან აღებული ჰიპოთეტური მორალური დილემის გამოყენებით.
ვირტუალური რეალობის სცენარმა მკვლევარებს ჰიპოთეტურის კონკრეტულად გადაქცევის საშუალება მისცა.
მსგავსი კვლევა მანამდე პლიმითის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მონაწილეებს უნდა გადაეწყვიტათ, გასწირავდნენ თუ არა თავს მატარებლის შესაჩერებლად, რომელიც სარკინიგზო ხაზზე მყოფ ხუთ ადამიანს კლავდა.
მონაწილეთა 70 პროცენტმა თავგანწირვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
წყარო: Dailymail
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”